მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 31)

ტრანსფერები

მარსიალის დამატებისთვის საჭიროა, რომ ხელფასის დიდი ნაწილი “მანჩესტერმა” გადაიხადოს

ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ანტონი მარსიალს უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა, საკმაოდ დაბალია. ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის გეგმებში არ შედის და მასაც გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პრობლემა მაღალი ხელფასია. მარსიალი “იუვემ” იჯარით რომ დაიმატოს, ამისთვის საჭირო იქნება “მანჩესტერმა” მისი ხელფასის დიდი ნაწილი გადაიხადოს, რაც ცხადია, სავარაუდოდ, ინგლისელთა გეგმებში არ შედის. …

სრულად წაკითხვა »

ხვიჩა კვარაცხელია: “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ყველაზე ახლოს ბოლო პერიოდში „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო „მამუკა ჯუღელს ჰქონდა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები და ძალიან კარგ სტადიაში იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ ყველაზე ახლოს „იუვენტუსში“ გადასვლასთან ვიყავი“, – თქვა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა …

სრულად წაკითხვა »

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, რომ ბრაზილიელი იჯარით წაიყვანონ და სეზონის ბოლომდე ხელფასის ნაწილი მათ გადაუხადონ. თუმცა, „იუვე“ თუ არტურის შემცვლელს ვერ იპოვის, სამხრეთამერიკელის გაშვების წინააღდეგია. თავად ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში გადასვლის სურვილი აქვს, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა. მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

“იუვესა” და “სასუოლოს” წარმომადგენლები სკამაკას საკითხზე შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკას მიმართ ინტერესს იჩენს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მომდევნო კვირაში „იუვეს“ წარმომადგენლები სკამაკას ტრანსფერზე სასაუბროდ „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელთა შორის სხვათა შორის, კარგი ურთიერთობაა. „იუვენტუსს“ 23 წლის იტალიელი ფორვარდის ტრანსფერი მომდევნო ზაფხულში სურს და ამისთვის ნიადაგს ამზადებს. სკამაკა ამჟამად დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასობს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “იუვეს” შეცვლილი პირობებით უკმაყოფილოა და სხვა გუნდების წინადადებების მისაღებად მზადაა

პაულო დიბალასა და ტურინის „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის განახლების საკითხი შეფერხდა და ჩიხში შევიდა. მაურიციო არივაბენეს რამდენიმე დღისწინანდელმა კომენტარმა, როცა თქვა – „დიბალამ ახალი კონტრაქტი და ხელფასი უნდა დაიმსახუროს, ნათლად დაადასტურა, რომ არგენტინელ ფეხბურთელთა მოლაპარაკებები გართულდა. ტურინელთა გენერალურ დირექტორს დაახლოებით იგივე მესიჯი ჰქონდა გუშინ, „ინტერთან“ მატჩის წინ და აღნიშნა, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ლიონის” ბრაზილიელი ნახევარმცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველით, ბრუნო გიმარაეშით დაინტერესდა. იტალიელებს 24 წლის ბრაზილიელის გადაბირება იანვარში იჯარით სურთ. თუმცა, პრობლემა „ლიონის“ მაღალი მოთხოვნებია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით, რომლის საფასური 45 მილიონი ევრო იქნება. ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ „იუვეს“ ძალიან მოსწონს სამხრეთამერიკელი საყრდენი. ბრუნო გიმარაეში „ლიონში“ 2020 წლის ზამთარში „ატლეტიკო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კიეზა შესაძლოა აზმუნით შეცვალოს

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზა სეზონის ბოლომდე გამოაკლდა და მასიმილიანო ალეგრის მისი შეცვლა სურს. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას არ მოთხოვა ფლანგის მოთამაშე, არამედ თავდამსხმელი. Sky Sport-ის ცნობით, ტურინელები სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ფორვარდით, სერდარ აზმუნით დაინტერესდნენ. ირანელ ფეხბურთელს რუსულ გუნდთან ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, ახლა მისი ფასი ძალიან დაბალია. მაგრამ, „იუვეს“ გარდა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” თავდამსხმელს ეძებს: იკარდი ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღებას მილიკი იქცევს

ალვარო მორატას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და „იუვენტუსმა“ მისი შემცვლელი უნდა იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელ ფეხბურთელს ვერ შეელევა. Tuttosport-მა თავდამსხმელთან შექმნილი სიტუაციის შესახებ სტატია დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაურო იკარდი ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღებას იქცევს არკადიუშ მილიკის კანდიდატურა. იკარდი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ტრანსფერის ფორმულა პრობლემას წარმოადგენს. ტურინელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის სუარესის დამატება სურდა, მაგრამ “იუვეს” ხელმძღვანელობამ უარი უთხრა

მასიმილიანო ალეგრის ალვარო მორატას შემცვლელად ისეთი ფეხბურთელი სურს, რომელიც გუნდისთვის, როგორც ფიზიკურიად, ისე მენტალურად მზად იქნება და თანაც, სათანადო გამოცდილება გააჩნია. Corriere Dello Sport-ის ცნობით, ალეგრის სიაში ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი იყო, რომელიც ესპანურ კლუბში ბედნიერი აღარ არის და დიეგო სიმეონესთანაც კონფლიქტი აქვს. ტრანსფერის ალბათობა არსებობდა, მაგრამ კლუბის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მორატას “ბარსელონაში” არ გაუშვებს, თუ მანამდე მის შემცვლელს არ დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაბლოკა იქამდე, სანამ მის შემცვლელს არ დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან მორატას გაშვების, რადგან მანამდე სხვა ფორვარდი უნდა დაიმატონ. სხვა შემთხვევაში, ესპანელი მიმდინარე სეზონს „ალიანც სთედიუმზე“ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მორატას „ბარსელონაში“ დამატება ჩავის სურს და ფეხბურთელიც თანახმაა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. ალვარო …

სრულად წაკითხვა »