მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 33)

ტრანსფერები

“არსენალი” “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებით, არტურით და დეიან კულუშევსკითაა დაინტერესებული. ორივე მოთამაშე მასიმილიანო ალეგრის გეგმებს მიღმაა და არაა გამორიცხული გუნდმა ისინი იანვარშივე გაუშვას. განსაკუთრებით არტური, რომლის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ ეცდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავისი კლიენტისთვის ახალი გუნდი მოძებნოს. კულუშევსკის რაც შეეხება, „იუვე“ მისი გაყიდვიდან შემოსული ფულით ახალი თავდამსხმელის ან …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა მარსიალი დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იუწყება. 26 წლის მარსიალს ინგლისური გუნდის დატოვება სურს, რისი გამოყენებაც ტურინულ კლუბს შეუძლია, რომელსაც გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. „იუვენტუსი“ ფრანგი თავდამსხმელის იანვარში იჯარით დამატებას განიხილავს. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წლიდან თამაშობს და „მონაკოდან“ შეუერთდა. …

სრულად წაკითხვა »

აგენტი: “ვმუშაობთ, რომ არტურმა იანვარში “იუვენტუსი” დატოვოს”

არტურმა შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ იტალიურ მედიას განუცხადა. „არტურის ტრანსფერი სარის არჩევანი იყო, ალეგრისთან კი ცოტა დრო აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, მისი სურვილია უფრო მეტი ითამაშოს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ იანვარში გუნდი დატოვოს. ბერნარდესკი? ის ბედნიერია. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ არსებობს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ლორენცო ლუკასთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ტურინის „იუვენტუსი“ „პიზას“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდის, ლორენცო ლუკას ბრძოლაში ფავორიტია. როგორც Tuttosport-ი წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და „იუვე“ ეცდება ახალგაზრდა თავდამსხმელი ზაფხულში გადაიბიროს. აღსანიშნავია, რომ „პიზას“ სპორტული დირექტორი კლაუდიო კიელინია, ჯორჯო კიელინის ტყუპუსცალი, რომელსაც „იუვესთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და „პიზაში“ წასვლამდე „ბებერ ქალბატონში“ მუშაობდა. ჯერჯერობით, მოსალოდნელი ტრანსფერის …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩს “იუვეში” გადასვლა სურს და პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის ტვიტერში იტყობინება, 21 წლის სერბმა ტურინულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. „იუვემ“ ვლაჰოვიჩს ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონში 6 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. ვლაჰოვიჩი „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წლის …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “პოგბა “იუვეში”? ოცნება უფასოა”

მინო რაიოლამ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. რაიოლამ თქვა, რომ ოცნება უფასოა და დროის გასვლას უნდა დაველოდოთ. „პოგბა „იუვენტუსში“ კონკრეტული ოცნებაა? ოცნება უფასოა. შემდეგ ვნახოთ, ახდება თუ არა ოცნებები, ჯერ ადრეა. დეკემბერი შესაფერისი თვეა ამისთვის, საშობაოდ ოცნებებისთვის. დე ლიხტი? ახლა ნოემბერია, ამაზე საუბრის დრო არ არის, მაისში ვისაუბრებთ …

სრულად წაკითხვა »

პოგბას “იუვეში” დაბრუნება უნდა და რაიოლას ამის შესახებ აცნობა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას ეშურება და კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება არ განაახლებს. პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლა შეეძლება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად თავის ყოფილ კლუბში „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და ამის შესახებ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” რემზის შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტოს

აარონ რემზის და „იუვენტუსის“ ურთიერთობა სრულდება. Calciomercato-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვას ეცდებიან. დარჩენილ ორ თვეში რემზისთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლება და უელსელი ტრანსფერზე იქნება დაყენებული. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტონ. ამაზე რემზიც თანახმაა, მაგრამ კომპენსაციას ითხოვს, რაც მისი დიდი ხელფასიდან გამომდინარე, უმნიშვნელო თანხა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” კულუშევსკის გაყიდვას იანვარში აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა დეიან კულუშევსკიმ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბი სერიოზულად განიხილავს შვედი ფეხბურთელის იანვარში გასხვისების შესაძლებლობას. კულუშევსკიმ ტურინულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა და მას განსაკუთრებით მასიმილიანო ალეგრი არ ენდობა. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა იანვარში გაყიდოს და გამომუშავებული თანხით ნახევარმცველის ან თავდამსხმელის ყიდვა სცადოს. კულუშევსკი „იუვენტუსმა“ 44 მილიონ ევროდ შეიძინა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჩუამენის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, აურელიან ჩუამენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი ტურინელთა სიაში პირველი წერია და მის შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან. „იუვეს“ მიზანია, რომ ჩუამენი დაიმატოს, მაგრამ მანამდე აარონ რემზის ან ვესტონ მაკკენის გაყიდვა მოუწევს. „იუვე“ რომელიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს, უელსელი …

სრულად წაკითხვა »