მთავარი / სიახლეები / “ბარსელონამ” “იუვეს” მორატას სანაცვლოდ დეპაი შესთავაზა

“ბარსელონამ” “იუვეს” მორატას სანაცვლოდ დეპაი შესთავაზა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, ალვარო მორატას „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ესპანური და იტალიური მედია აქტიურად წერს.

ბოლო ცნობებით, „ბარსა“ მზადაა მორატას სანაცვლოდ „იუვეს“ ნიდერლანდები ფეხბურთელი, მემფის დეპაი დაუთმოს. მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა, თითქმის ერთი თვეა ტრავმირებულია.

ამ ბარტერზე საუბარი იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვისაა. თუმცა, საბოლოო სიტყვა მადრიდის „ატლეტიკოზეა“, რადგან მორატას სატრანსფერო უფლებები მას ეკუთვნის.

გავრცელებული ცნობით, ესპანელმა შემტევმა „ბარსელონაში“ გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დაკლებაზეც კი თანხმობა უკვე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში „იუვეს“ მაისურით 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …