მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 69)

სერია A

მორატა: “გამარჯვებას კარგი ატმოსფერო და რწმენა მოაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა თავდამსხმელმა გოლის გატანა მოახერხა და განაცხადა, რომ გამარჯვებას პოზიტივი და გუნდში კარგი ატმოსფერო მოაქვს. „ტრავმების გამო ადვილი სეზონი არ არის, მაგრამ ალიბს არ ვეძებთ. სკუდეტოს ისევ გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ მანამ, სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ინტერისგან” შორს ვართ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. პირლო იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ტრავმირებული ფეხბურთელებიდან ვინმე მაინც დაუბრუნდება. „პირველ ტაიმში დაღლილობამ თავი იჩინა. ამდენი თამაში ერთი და იგივე ფეხბურთელებით ჩავატარეთ და ეს არ გვაძლევს მუდმივად ბრწყინვალე ფორმაში ყოფნის საშუალებას. …

სრულად წაკითხვა »

მნიშვნელოვანი 3 ქულა “სპეციასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ გახურებისას გართულდა, რადგან მატიას დე ლიხტმა ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა. ის ლაზარეთს შუერთდა, მაგრამ ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება. „იუვემ“ კი „სპეციასთან“ მთლიანობაში ადვილად მოიგო, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა. …

სრულად წაკითხვა »

დე ლაურენტისი “იუვე” – “ნაპოლის” 17 მარტს ჩატარებას ეწინააღმდეგება

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „იუვენტუსთან“ გასამართი მატჩის თარიღზე მორიგ პრობლემას ქმნის. სეზონის ბოლომდე ამ დროისთვის ერთადერთი თავისუფალი თარიღი 17 მარტია, მაგრამ ნეაპოლელთა პრეზიდენტს ამ დღეს მისი გუნდის თამაში არ სურს. „ნაპოლის“ 14 მარტს „მილანთან“ და 21 მარტს „რომასთან“ მატჩები აქვს, დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ ამ მატჩებს შორის „იუვენტუსთან“ თამაში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სპეციასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს 25-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ცნობილია და „იუვეს“ დანილო და ალვარო მორატა დაუბრუნდნენ. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, დემირალი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი, პიტერსი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, აკე …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი ჟურნალისტი: “იუვენტუსი” შეიძლება ოთხეულშიც ვერ მოხვდეს”

Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა ჯან კარლო პადოვანმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ვეღარ იბრძოლებს და უფრო მეტიც, შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვოს. „იუვენტუსმა“ სკუდეტოს რბოლიდან თავი ჩაიხსნა, თუნდაც ამას არ აღიარებდნენ. „მილანმა“ „რომასთან“ გამარჯვებით ოფიციალურად ღია დატოვა სეზონის საკითხი, მაგრამ მე მაინც არმგონია, რომ „ინტერთან“ ამ 4-ქულიან ჩამორჩენას აღმოფხვრის. …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა. „სპეციამ დაამტკიცა, რომ სერია A-ს დონის გუნდია და შესანიშნავი სეზონი აქვს. მათ თავიანთი პსესტიჟი დიდ გუნდებთანაც დაადასტურეს და „მილანსაც“ მოუგეს. თუ ვინჩენცო იტალიანოს გავლილი გზის? მე არავის მშურს. გამიმართლა, რომ დაუყოვნებლივ „იუვე“ ჩავიბარე …

სრულად წაკითხვა »

პირლოს 11 ფეხბურთელის გარდა არჩევანი აღარ აქვს: როდის დაბრუნებიან ტრავმირებულები?

„იუვენტუსი“ ძალიან ცუდი ფორმაშია და ეს შედეგებშიც ისახება. ანდრეა პირლოს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს, სადაც გოლებსაც ნაკლებად იტანს და საგოლე მომენტებსაც ხშირად ვერ ქმნის. დაცვაში სერია A-ს ბოლო 6 მატჩში ტურინელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ორივე გოლის გამო მთლიანობაში 5 ქულა დაკარგეს („ნაპოლისთან“ 0:1, „ვერონასთან“ 1:1). სწორედ ეს მიანიშნებს, რომ …

სრულად წაკითხვა »

“ვერონა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ვერონასთან“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა – 1:1. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – მან გადამწყვეტი როლი ითამაშა მატჩის დასაწყისში, როდესაც ფარაონის დარტყმა მოიგერია და ძელიც დაეხმარა. გოლის დროს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, შემდეგ ლაზოვიჩის დარტყმა მოიგერია და …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ფეხბურთელების გამოუცდელობამ და დაღლილობამ თავი იჩინა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან დასანანი ქულები დაკარგეს და ეს გამოუცდელობას დააბრალა. როგორც პირლომ აღნიშნა, მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომლებიც ჯერ ვერ აცნობიერებენ მატჩში მნიშვნელოვან მომენტებს. მან დახმარებისთვის კრიშტიანუ რონალდუსა და ალექს სანდროს მიმართა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოცდილი …

სრულად წაკითხვა »