ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. პირლო იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ტრავმირებული ფეხბურთელებიდან ვინმე მაინც დაუბრუნდება.
„პირველ ტაიმში დაღლილობამ თავი იჩინა. ამდენი თამაში ერთი და იგივე ფეხბურთელებით ჩავატარეთ და ეს არ გვაძლევს მუდმივად ბრწყინვალე ფორმაში ყოფნის საშუალებას. ვეცადეთ, თამაში იმ ცარიელ სივრცეებში წაგვემართა, რომელიც მათ დაგვიტოვეს. სინამდვილეში პირველ ტაიმშიც გვქონდა რამდენიმე შანსი, მეორე ტაიმში კი ცვლილებებით და მეტი სიახლით უფრო მეტი გავაკეთეთ.
ტრავმირებულები? ცდილობენ გამოჯანმრთელებას და იმედია მომდევნო დღეებში ვინმე შეძლებს დაბრუნებას. დარწმუნებით არაფრის თქმა შეგვიძლია და დღეს დე ლიხტიც დაშავდა, მას შემდეგ რაც „ვერონასთან“ დაშავდა. მომდევნო დღეებში მისი მდგომარეობა შეფასდება. მაკკენი? კარგად არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მას უწევს თამაში, რადგან შემცვლელი არ გვყავს. ის ახერხებს დაახლოებით 50 წუთი თამაშს და შემდეგ ტკივილი ეწყება. დე ლიხტი „პორტუსთან“ თუ იქნება? სერიოზული არაფერი ჩანს, მაგრამ ხვალ შეფასდება მისი მდგომარეობა. იმედია, ისეთი არაფერი იქნება, რის გამოც მომდევნო მატჩების გამოტოვება იძულებით მოუწევს.
ტაქტიკა? მათი დაცვა ძალია მაღლა თამაშობდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო გარემარბებისა და ნახევარმცველების სივრცეებში ჩართვა. მორატა ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია, მისი თვისებების გამო შევიძინეთ. მან იცის შეტევა სიღრმეზე, იცის გუნდთან თამაში და იცის გოლი როგორ გაიტანოს. იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში მოახერხებს ტოპ კონდიციაში დაბრუნებას.
ჩვენ ორი ფლანგის ნახევარმცველით ვთამაშობთ და ვცდილობთ ამ ზონაში, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს. ბერნარდესკი ფლანგის მცველი? მან ეს უკვე გააკეთა, ის უნდა დაიხვეწოს თავდაცვით ფაზაში, ჩემი აზრით, მას შეუძლია ეს როლი შეითავსოს და ადაპტირდეს.
ცვლილებებიდან ბევრი გოლი? ჩვენ შესანიშნავი სკამი გვექნებოდა, მაგრამ ახლა ტრავმების გამო მხოლოდ რამდენიმე ცვლილების გაკეთება შეგვიძლია. გვსურს მეტი როტაცია გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგია გვქონდეს.
„ლაციო“ და „პორტუ“? ჩვენ ყველაფერში უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ახლა მთავარია ფიზიკური და მენტალური ენერგიის აღდგება, ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელდება. „ინტერი“? შორს ვართ ლიდერისგან, მაგრამ გზა ჯერ კიდევ გრძელია, ისინი ორი წელია ერთად თამაშობენ და კარგად არიან შეთამაშებული, იციან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ წელს ახალი გზა დავიწყეთ, მაგრამ აქ ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს შინ, რომის „ლაციოსთან“ გამართავს.