„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „იუვენტუსთან“ გასამართი მატჩის თარიღზე მორიგ პრობლემას ქმნის. სეზონის ბოლომდე ამ დროისთვის ერთადერთი თავისუფალი თარიღი 17 მარტია, მაგრამ ნეაპოლელთა პრეზიდენტს ამ დღეს მისი გუნდის თამაში არ სურს.
„ნაპოლის“ 14 მარტს „მილანთან“ და 21 მარტს „რომასთან“ მატჩები აქვს, დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ ამ მატჩებს შორის „იუვენტუსთან“ თამაში მისი გუნდისთვის დარტყმა იქნება.
17 მარტი მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც „ნაპოლი“ ევროპა ლიგას გამოეთიშა. სხვა თარიღები ჯერ კალენდარში თავისუფალი არაა, მაგრამ თუ „იუვე“ „პორტუს“ ბარიერს ვერ გადალახავს, აპრილში გამოთავისუფლდება.
აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისი 20 იანვრს იტალიის სუპერთასის მატჩის გადადებასაც ითხოვდა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.