Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა ჯან კარლო პადოვანმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ვეღარ იბრძოლებს და უფრო მეტიც, შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვოს.
„იუვენტუსმა“ სკუდეტოს რბოლიდან თავი ჩაიხსნა, თუნდაც ამას არ აღიარებდნენ. „მილანმა“ „რომასთან“ გამარჯვებით ოფიციალურად ღია დატოვა სეზონის საკითხი, მაგრამ მე მაინც არმგონია, რომ „ინტერთან“ ამ 4-ქულიან ჩამორჩენას აღმოფხვრის. დანარჩენი ორი ადგილისთვის (ოთხეულში) ბევრი გუნდი იბრძვის და მათ შორის „იუვე“ და შეიძლება ოთხეულში ვერც მოხვდეს. ფუნდამენტური „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი იქნება, „იუვე“ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რადგან მებრძოლი მეტოქეები ჰყავს“, – თქვა პადოვანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს და ახლა ლიდერის პოზიციას უფრო დიდად არის მოშორებული, ვიდრე მეშვიდე ადგილოსანთან აქვს უპირატესობა.