მთავარი / სიახლეები / სერია A / მორატა: “გამარჯვებას კარგი ატმოსფერო და რწმენა მოაქვს”

მორატა: “გამარჯვებას კარგი ატმოსფერო და რწმენა მოაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა თავდამსხმელმა გოლის გატანა მოახერხა და განაცხადა, რომ გამარჯვებას პოზიტივი და გუნდში კარგი ატმოსფერო მოაქვს.

„ტრავმების გამო ადვილი სეზონი არ არის, მაგრამ ალიბს არ ვეძებთ. სკუდეტოს ისევ გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ მანამ, სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, მივულოცავთ იმას, ვინც გაიმარჯვებს.

გამარჯვება მნიშვნელოვანია, ახლა კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა მოვახდინოთ, ბევრი ქულაა გასათამაშებელი და გვინდა წინ ვიყუროთ. გამარჯვებას პოზიტივი და ნდობა მოაქვს, მაგრამ განსაკუთრებით კარგი ატმოსფერო. გამარჯვებისთვის ვიმუშავებთ და დღეს შედეგით კმაყოფილები ვართ“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს შინ, რომის „ლაციოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …