მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 119)

სერია A

პერინი: “იუვეში” გავაცნობიერე, რომ სანამ თამაშობ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეში“ გააცნობიერა, რას ნიშნავს ფეხბურთით ცხოვრება. „იუვეში“ გავიგე, რომ სანამ თამაშობ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო. იქ მხოლოდ საათნახევარი ვარჯიში არაა, უნდა იმუშაო 5-6 საათი დარბაზში, ფიზიოთერაპიაზე, გწონდეს ცხოვრების სწორი წესი. თავის დროზე ბურდისოს რჩევები რომ გამეთვალისწინებინა, ალბათ უფრო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, ეტაპობრივად უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია და წინ  ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარონ. პორტუგალიელმა Canal 11-ს უთხრა, რომ წლების წინ, 35 წლის ასაკში მადეირაზე ითევზავებდა ეგონა. „35 წლის ასაკში როგორ წარმომედგინა ჩემი თავი? მადეირაზე თევზაობაში. მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი იმ ყველაფრის მოგებას, რაც …

სრულად წაკითხვა »

ბალოტელი: “დიბალას ფანი ვარ, გიჟური მოთამაშეა”

იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ პაულო დიბალას ფანია. იტალიელის განცხადებით, არგენტინელი გიჟური ფეხბურთელია. „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სხვებისთვის ასე არ ჩანს? არასდროს მიცდია ვინმეს დარწმუნება. ლუკაკუ მომწონს და ვინც ამბობს, რომ სწრაფი არაა, ფეხბურთის არაფერი გაეგება. ლაუტარომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან ძლიერია იგუაინი, მაგრამ თუ ერთი უნდა …

სრულად წაკითხვა »

დიბალას მცირე ტრავმა აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას მცირე ტრავმა აღენიშნება. არგენტინელმა დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და საწვრთნელ პროცესში მხოლოდ განსხვავებულად, ინდივიდუალურად მიიღო მონაწილეობა. თუმცა, საგანგაშო არაფერია და პაულო შაბათს, „ვერონასთან“ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ მცირე ტრავმა ფედერიკო ბერნარდესკისაც აქვს, რომელიც ალბათ „ვერონასთან“ ვერ ითამაშებს.

სრულად წაკითხვა »

როდის შეძლებს კიელინი თამაშს?

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი 5-თვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ეს ცხადია, გადასარევი ინფორმაციაა. თუმცა, ვარჯიშის დაწყების მიუხედავად, ნათელია, რომ ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ მისი თამაშში ჩართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ჯორჯო ამ ეტაპზე მხოლოდ საწვრთნელი პროცესით შემოიფარგლება და უახლოესი დღეები გამოაჩენს, როდის იქნება …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „ვერონასთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება აღენიშნება. ტრავმა სერიოზულია არაა და ფედერიკოს დაბრუნება 13 თებერვალს, „მილანთან“ სათასო მატჩში ან შემდეგ, „ბრეშასთანაა“ მოსალოდნელი. ბოლო დროს ბერნარდესკი „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში ისედაც იშვიათად ხვდებოდა და მაურიციო სარი სათამაშო დროს ნაკლებად აძლევდა.

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი დაბრუნდა!

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი დაბრუნდა. ვეტერანმა იტალიელმა, რომელიც აგვისტოს შემდეგ ლაზარეთში იყო, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. „მოედანზე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მშვენიერი გრძნობა!“, – დაწერა სოციალურ ქსელში კიელინიმ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სათამაშოდ მზად ჯორჯო. სავარაუდოდ ეს თებერვლის ბოლოს მოხდება.   In campo con i miei compagni, sensazione …

სრულად წაკითხვა »

კიელინი – “იუვეს” ახალი შენაძენი სეზონის მეორე ნაწილისთვის

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ განაცხადში ჯორჯო კიელინი შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაბრუნება ახლოვდება. 35 წლის კაპიტანი აგვისტოს ბოლოს მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ 5 თვე გავიდა. კიელინი სჭირდება „იუვეს“, მისი გამოცდილება, ქარიზმა, ძალა. შემთხვევითი არაა, რომ „იუვემ“ კიელოს გარეშე სერია A-ს 22 მატჩში 21 გოლი გაუშვა. რუგანი ამ …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშებ”

ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს ნახევარდაცვაში გაატარებს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გადაწყვეტილება მაურიციო სარისთან საუბრის შემდეგ მიიღო. „დიახ, ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშებ. სარისთან ვისაუბრე და ტაქტიკური მიზეზების გამო ამ ექსპერიმენტს ვაკეთებთ. თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და წინ მივდივართ. „იუვენტუსი“ იზრდება და ეს ფაქტია, ამაზე შედეგები მოწმობენ. …

სრულად წაკითხვა »

ზემანი: “მსაჯს პენალტების დანიშვნის საფუძველი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩში დანიშნულმა პენალტებმა, განსაკუთრებით მეორე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „იუვეს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოძულე, ზდენეკ ზემანი კი, საკამათოს ვერაფერს ხედავს. ჩეხი მწვრთნელის განცხადებით, მსაჯი სწორად მოიქცა და პენალტის დანიშვნის საფუძველი ორჯერვე ჰქონდა. „ვნახე თამაში, ორივე პენალტი, რომელიც მსაჯმა და ვიდეორეფერიმ დანიშნეს, შეიძლებოდა დანიშნულიყო, უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა. …

სრულად წაკითხვა »