მთავარი / სიახლეები (გვერდი 705)

სიახლეები

რემსის ტრანსფერი გადაწყდა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გახდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიის სუპერთასის შემდეგ (16 იანვარი) უელსელი ფეხბურთელის აგენტი იტალიაში ჩავა, რის შემდგომაც კონტრაქტის გაფორმებისა და სამედიცინო შემოწმების თარიღი გადაწყდება. რემსი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით. 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 6.5-7 მილიონ ევროს მიიღებს, …

სრულად წაკითხვა »

როდის დაბრუნდებიან ბარძალი და კუადრადო?

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთში ამჟამად ორი ფეხბურთელია – ანდრეა ბარძალი და ხუან კუადრადო. საინტერესოა, როდის მოახერხებენ იტალიელი და კოლუმბიელი მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დაბრუნებას? კუადრადომ არცთუ დიდი ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თამაშს დიდი ალბათობით, აპრილის ბოლომდე ვერ შეძლებს. გაცილებით ოპტიმისტური ცნობებია ბარძალის შესახებ – ვეტერანი მცველი დეკემბერში დაშავდა, ხოლო გუნდს …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი საბრძოლო განწყობაზეა: “ორივე თამაში უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან მოახლოებული ორი თამაშის შესახებ ისაუბრა. ფედერიკოს განცხადებით, ადვილი მატჩები არ იქნება, რადგან პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. მიუხედავად ამისა, იტალიელი შემტევი ამბობს, რომ ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ. „სულ მალე ორი გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება და სწორად უნდა მივუდგეთ. თასის მეოთხედფინალის საგზური და სუპერთასი უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ახალ სპონსორს ეძებს

ტურინის „იუვენტუსი“ კიდევ ერთ სპონსორს ეძებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გუნდის ახალი სპონსორის ლოგო გამოსახული იქნება გუნდის მაისურის სახელოზე იქნება გამოსახული. საინტერესოა, რომ აღნიშნული შესაძლებლობა რამდენიმე იტალიურმა გუნდმა უკვე გამოიყენა – „კალიარიმ“, „სპალმა“, „ტორინომ“, „ატალანტამ“ და „ფიორენტინამ“. როგორც იტალიური გამოცემა ვარაუდობს, ახალი სპონსორი „იუვეს“ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოუტანს.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჰადსონ-ოდოისთვის ბრძოლაში ფავორიტია?

„იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნიჭიერ ნახევარმცველ კალუმ ჰადსონ-ოდოის ეპატიჟება. ბრიტანული Mirror-ის ცნობით, ტურინელები 18 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტებიც არიან. თუმცა, თავად ინგლისელს მიუნხენის „ბაიერნში“ სურს კარიერის გაგრძელება, რომელიც ასევე დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენით და „ჩელსის“ 39 მილიონ ევროსაც სთავაზობს. ჰადსონ-ოდოი “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში უკვე მოასწრო 12 მატჩის ჩატარება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” ფუსკო იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ კლუბის მენეჯმენტში ახალი ადამიანი გამოჩნდა – ფილიპო ფუსკო. ის სპორტის დეპარტამენტის ნაწილი გახდა, რომლის ხელმძღვანელი ფაბიო პარატიჩია. ფუსკოს დაევალება ასაკობრივი გუნდების, 19 და 23 წლამდე გუნდების მენერჯობა. ამავდროულად პასუხისმგებელი იქნება იჯარით განათხოვრებულ ფეხბურთელებზე და კოორდინაციას გაუწევს ქალთა გუნდს. ფაბიო ფუსკო 1969 წელს ნეაპოლში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კანსელუ დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი ჟოაუ კანსელუმ დატოვა. პორტუგალიელმა მცველმა დღეს გუნდთან ერთად წლის პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ნაწილობრივ და არა სრული დატვირთვით. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სათამაშოდ მზად კანსელუ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ იტალიის სუპერთასზე 16 იანვარს, „მილანს“ დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ კანსელუ ბოლოს მოედანზე 7 დეკემბერს, „ინტერთან“ …

სრულად წაკითხვა »

შვებულება დასრულდა – “იუვემ” 2019 წელს პირველად ივარჯიშა

ტურინის „იუვენტუსის“ საახალწლო შვებულება დასრულებულია. გუნდი დეს შეიკრიბა და კონტინასას ბაზაზე 2019 წლის პირველი ვარჯიში გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო, ხოლო ვარჯიშის მეორე ნაწილმა ძირითადად ბურთთან კონტაქტში განვლო. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ჟოაუ კანსელუმ, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა. „იუვეს“ მორიგი საწვრთნელი პროცესი ხვალ დილითაა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დიბალას “სიტიში” გაყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ არგენტინელის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვაზე თანახმა იქნება, თუ ინგლისური გუნდისგან მინიმუმ 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. დიბალას სამსახურით „სიტის“ გარდა, პსჟ და „რეალიც“ არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს იტალიურ მედია აქტიურად წერს, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე ზაფხულში კილიან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ალეგრის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

ბოლო დროს უცხოური მედია ხშირად წერდა, რომ ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან დაიკავებდა. თუმცა, დღეს Tuttosport-ი რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ტურინული გამოცემა წერს, ანდრეა ანიელი ალეგრისთან შელევას არ აპირებს და საუბარი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მიმდინარეობს. „ალეგრი, როგორც ტრაპი“ – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა Tuttosport-ის დღევანდელი ნომერი. …

სრულად წაკითხვა »