მთავარი / სიახლეები (გვერდი 701)

სიახლეები

ალეგრი: “რონალდუ სწორედ ამიტომ ვიყიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და შეგირდები შეაქო. „ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას ვულოცავ. ბიჭები თამაშს საუკეთესოდ მიუდგნენ, თამაში თავიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო და სანახაობრივი იყო. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე თამაში პაუზის შემდეგ. …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იმედია, წელს ბოლო ტიტული არ იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ „მილანთან“ გამარჯვება დაიმსახურა. პოლონელი კიპერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე სეზონში ბოლო ტიტული არ იქნება. „იმედია, ეს ბოლო ტიტული არ იქნება მიმდინარე სეზონში. 2019 წელი კარგად დავიწყეთ, იტალიის თასის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მთელი თამაში ვდომინირებდით და გამარჯვება დავიმსახურეთ. …

სრულად წაკითხვა »

მატუიდი: “წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის გნაცხადებით, წლის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანი გახლდათ. „წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ადვილი არ იყო ასეთ სიცხეში თამაში. მაგრამ, ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ტიტული მოვიგეთ. „მილანმა“ შიშის გარეშე ითამაშა და კარგი მატჩი ჩაატარა. სასიხარულოა, რომ …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩი 2 კვირაში დაბრუნდება

სანამ „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე გამარჯვებას ზეიმობს, მარიო მანჯუკიჩი გულშემატკივრებს ამშვიდებს. ხორვატმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე მოედანს დაუბრუნდება. „ვმუშაობ რამდენიმე კვირაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ“, – დაწერა მარიომ. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი მიმდინარე წლის დასაწყისში დაშავდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ხორვატი ფორვარდი მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “ეს გოლი ეძღვნება ყველას, ვისაც “იუვენტუსი” და რონალდუ უყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი სწორედ პორტუგალიელმა გაიტანა. ნამატჩევს რონალდუმ Rai Sport-თან კომენტარი გააკეთა: „ეს იყო რთული თამაში, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის გამო. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” 2019 წელი ტიტულით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი ტიტულით დაიწყო. იტალიის 2018 წლის სუპერთასი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მოიგო და სატიტულო შეხვედრაში „მილანი“ დაამარცხა – 1:0. შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 61-ე წუთზე გავიდა. მირალემ პიანიჩის გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ თავით მოახერხა გატანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “კრიშტიანუსთან სიამოვნებით ვითამაშებდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ბრაზილიურ Esporte Interativo-სთან ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა. 40 წლის მეკარის განცხადებით, მისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო თანაგუნდელები ჰყავდა. „ჩემს კარიერაში ყოველთვის მომწონდა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ვფიქრობ, ასეც იყო და საუკეთესოებთან ვითამაშე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველასთან ვერ ვითამაშე. მაშინ, გუნდები …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი”: სავარაუდო შემადგენლობები

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს, იტალიის სუპერთასზე „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას საუდის არაბეთის ქალაქი, ჯიდა უმასპინძლებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, Tuttosport-ის ვერსიით, გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: „იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, რონალდუ, დიბალა „მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; კესი, ბაკაიოკო, პაკეტა; კასტილიეხო, იგუაინი, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრისა და კიელინის პრესკონფერენცია იტალიის სუპერთასამდე

იტალიის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე, მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანთან“ მატჩამდე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხები გასცა. გუნდის კონდიცია მანჯუკიჩის ადგილზე დუგლას კოშტა ან ბერნარდესკი ითამაშებს, ხოლო რონალდუ და დიბალა მოედანზე ნამდვილად იქნებიან. თამაშის დროს ერთ-ერთი ცვლილება შესაძლოა იყოს კინის გამოჩენა. კანსელუ კარგადაა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ნახევარმცველი. …

სრულად წაკითხვა »

დავიდ ტრეზეგეს მეორე ლიგის ოდისეა “იუვენტუსსა” და “რივერ პლეიტში”

დავიდ ტრეზეგეს კარიერის მიმოხილვაში საუკეთესო ეპიზოდი ეჭვგარეშეა, რომ ევრო 2000-ის ფინალში გატანილი „ოქროს გოლია“, რომელმაც „ლე ბლეს“ ოქროს მედალი მოუტანა და დაამტკიცა, რომ ფრანგების გამარჯვება ორი წლით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ შემთხვევითობა არ იყო. საერთაშორისო წარმატებებისა და მთავარ გუნდებში გატარებული საპატიო წლების გარდა, ტრეზეგეს კარიერაში მთავარი ელემენტი ორი სეზონია, რომელიც …

სრულად წაკითხვა »