მთავარი / სიახლეები / ალეგრისა და კიელინის პრესკონფერენცია იტალიის სუპერთასამდე

ალეგრისა და კიელინის პრესკონფერენცია იტალიის სუპერთასამდე

იტალიის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე, მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანთან“ მატჩამდე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხები გასცა.

გუნდის კონდიცია

მანჯუკიჩის ადგილზე დუგლას კოშტა ან ბერნარდესკი ითამაშებს, ხოლო რონალდუ და დიბალა მოედანზე ნამდვილად იქნებიან. თამაშის დროს ერთ-ერთი ცვლილება შესაძლოა იყოს კინის გამოჩენა. კანსელუ კარგადაა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ნახევარმცველი. ხედირა ძირითადში? – ან ის ითამაშებს, ან ბენტანკური.

წაგებები სუპერთასზე

ძნელია ამის გაგება, რადგან „ნაპოლისთან“ და „მილანთან“ ორი თამაში პენალტების სერიაში წავაგეთ. ხვალ განსხვავებული თამაში იქნება და საჭიროა მისი კარგად ჩატარება. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ადგილზეა ჩემპიონატში, ისევე, როგორც არ ჰქონდა „ბოლონიასთან“ ან არ ექნება თასზე, „ატალანტასთან“ მატჩში. აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში… ასეთი მატჩებისთვის განსხვავებული მიდგომა და მომზადებაა საჭირო.

რონალდუს წონა

ამის დასამტკიცებლად გამარჯვებაა საჭირო. ნათელია, რომ ასეთი ღირებულების ფეხბურთელი დამატებითი ხარისხია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბოლო ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ვითამაშეთ იმ დროს საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდების წინააღდეგ.

დაცვის მნიშვნელობა

გამარჯვებისთვის საჭიროა თავმდაბლობა და მეტოქის დიდი პატივისცემა და „იუვენტუსი“ ამას ყოველთვის აჩვენებს. დაცვას რაც შეეხება, ეს არის უპირველესი მექანიზმი წაგებისგან თავის ასარიდებლად. დიდი მატჩების მოსაგებად კი ყოველთვის საჭიროა შესანიშნავი თამაში დაცვაში.

შეხვედრა იგუაინთან

ველოდები კონცენტრირებულ გონსალოს, რომელსაც ენდომება მილანში განცდილი მარცხის ჩამოწმენდა. მის შესაჩერებლად კარგად უნდა ვითამაშოთ.

„იუვეს“ მიზანი

ყველა ტურნირში გამარჯვება. საჭიროა პატარა იღბალიც, რადგან მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა შეუძლია.

ალეგრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს „იუვეს“ კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ უპასუხა:

„იუვე“ და „მილანი“ ისევ სუპერთასზე

ორი წლის წინანდელისგან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა. ეს თასი გვინდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გასულ წლებში რამდენჯერმე წავაგეთ და ეს სამწუხაროა. ვიცით, რომ რთულია მისაა, მაგრამ გვინდა 2019 წელი ტიტულით დავიწყოთ.

საუდის არაბეთის გავლენა

რადენიმე წლის წინ რიადში ამხანაგური თამაში ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ აეროპორტები, სტადიონები და სასტუმრები ვნახეთ. კლიმატი განსხვავებულია და 30 გრადუსში თამაში ადვილი არაა, მაგრამ კმაყოფილები ვართ აქ ჩამოსვლით და ვეცდებით იდეალური თამაში ჩავატაროთ. გამიხარდება თუ ეს სპორტის ზეიმი იქნება, და ადგილობრივი ხალხი ამ თამაშს გაიხსენებს, როგორც ლამაზ მოვლენას. გასვებულ სტადიონს ველოდები, რადგან საუდის არაბეთის მოსახლეობას უნდა უყუროს საფეხბურთო მატჩს.

სახიფათო იგუაინი

გონსალო დიდი თავდამსხმელია, რომელიც გუნდს ყოველთვის ეხმარება. უნდა ვეცადოთ, რომ კარისგან რაც შეიძლება შორს თამაში ვაიძულოთ. ასეთი თამაშები ეპიზოდებისგან შედგება. მისთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება, ის ჩვენი ფუნდამენტური თანაგუნდელი იყო ორი წლის განმავლობაში. კუტრონე? ენრეგიული ფეხბურთელია, ჩვენ ყველა სიტუაციისთვის მოვემზადეთ, როგორც მხოლოდ იგუაინთან დასაპირისპირებლად, ისე გონსალოსა და კუტრონეს წყვილთან სათამაშოდ.

რონალდუ

„როგორც ყველა ჩვენგანს, ისე უნდა გამარჯვება. ვიცი, რომ კონცენტრირებულია და უნდა გადამწყვეტი სიტყვა თქვას ამ თამაშში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …