fbpx
მთავარი / სიახლეები (გვერდი 6)

სიახლეები

ახალი კონტრაქტიდან ტრანსფერებამდე: ალეგრის გათავისუფლების მოტივები

მასიმილიანო ალეგრი და ანდრეა ანიელი ფართო საზოგადოებისთვის ხვალ განმარტავენ მიზეზებს, რატომაც დატოვა ლივორნოელმა სპეციალისტმა პოსტი. თუმცა, იქამდე Gazzetta Dello Sport-ი ამ მოტივებს განიხილავს და საკმაოდ საინტერესო სტატიაც გამოაქვეყნა. პირველი კვანძი: კონტრაქტის განახლება – ალეგრის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. სურდა, რომ ეს ორი წლით გაგრძელებულიყო, რადგან გუნდში თავისი პოზიცია გაეძლიერებინა. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის შთამბეჭდავი ციფრები “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსს“ მასიმილიანო ალეგრი კიდევ ორ მატჩში გაწვრთნის და შემდეგ გუნდს დატოვებს. ეს ცნობა უკვე ოფიციალურია. ახლა შეგვიძლია ალეგრის ნამოღვაწარი უფრო დავწრილებით გავიხსენოთ. 269 თამაში მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით „იუვენტუსმა“ განვლილ 5 წელიწადში 269 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით. სტატისტიკა ასეთია: ჯამში – 269 თამაში, 191 მოგება, 42 ფრე, 36 წაგება …

სრულად წაკითხვა »

გვარდიოლა: “რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ “იუვენტუსში” არ მივდივარ?!”

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუვენტუსში“ გადაბარგებას გამორიცხავს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მომდევნო სეზონშიც „სიტის“ მწვრთნელი იქნება. „რამდენჯერ უნდა ვთქვა? „იუვენტუსში“ და იტალიაში წასვლას არ ვაპირებ. აქ ბედნიერი ვარ და მინდა მომდევნო სეზონშიც „სიტიში“ ვიმუშაო“, – აღნიშნა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ შესაძლო მემკვიდრეთა შორის გვარდიოლაც სახელდება.

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის ისტორია “იუვენტუსში”

მასიმილიანო ალეგრი მომდევნო სეზონიდან „იუვენტუსის“ მწვრთნელი აღარ იქნება. ხვალ ალეგრი და ანდრეა ანიელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და იმ მოტივებზე ისაუბრებენ, რის გამოც ასეთი ნაბიჯი გადაგდეს. ახლა კი, ვეცდებით მოკლედ გავიხსენოთ ალეგრის 5 წელი, რომელიც ბოლო სკუდეტოდან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს მყოფ წლებს იტევს. „სასუოლოს“, „კალიარისა“ და „მილანის“ შემდეგ ალეგრიმ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ალეგრი დაითხოვა

მასიმილიანო ალეგრისა და ტურინის „იუვენტუსის“ გზები გაიყარა. ლივორნოელი სპეციალისტი მომდევნო სეზონიდან „ბებერი სინიორას“ თავკაცის პოსტზე არ იმუშავებს. „მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე მომავალი სეზონიდან აღარ იქნება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე ალეგრი და ანდრეა ანიელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრებენ. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო …

სრულად წაკითხვა »

ბენატია: “ალეგრისთან თამაში აღარ მინდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მაროკოელი ფეხბურთელის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მოტივი მასიმილიანო ალეგრი იყო. „როდესაც ბონუჩის დაბრუნების შესახებ გავიგე, ალეგრისთან მივედი და ვესაუბრე. მან მითხრა, რომ შეშფოთების საფუძველი არ მქონდა, რადგან მე და კიელინი ვიყავით ძირითადის წევრები და ბონუჩის მისი ადგილის დასაბრუნებლად უნდა ებრძოლა. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

ანიელისა და ალეგრის შეხვედრამ საკითხი ღია დატოვა

მასიმილიანო ალეგრისა და ანდრეა ანიელის პირველმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრას კლუბის ხელმძღვანელობის ყველა წევრი უნდა დაესწროს და არამხოლოდ პავენ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი. მოცემული ვითარებით, ორი ვარიანტია: ალეგრი „იუვესთან“ კონტრაქტის 2021 …

სრულად წაკითხვა »

კიელინი “ატალანტასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსს“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და „ატალანტას“ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ უკვე იტალიის ჩემპიონია და ამიტომ, კიელინის დანაკლისი საგანგაშო ინფორმაცია არაა. „იუვენტუსი“ ბერგამოელებს 19 მაისს ტურინში დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

კაპიტნების ისტორია: ალესანდრო დელ პიერო

ძნელია აღვწეროთ რა იყო ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსისთვის“. კაპიტანი, დროშა, ისტორია, ლეგენდა. ან უბრალოდ ალექსი, სახელი, რომელიც ერთადერთს, განუმეორებელს აღწერს ბიანკონერის ფერებში. სიყვარულის ისტორია 1993 წლის 12 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ფოჯაში ჯოვანი ტრაპატონიმ გადაწყვიტა მოედანზე 18 წლის ბიჭუნა შეეშვა ზურგზე 16 ნომრით. ის ზაფხულში „პადოვადან“ მოსულიყო და მასზე უთქვამს: „10 …

სრულად წაკითხვა »

დიბალას ძმა: “დიდი ალბათობით პაულო “იუვენტუსს” დატოვებს”

პაულო დიბალას ძმა გუსტავო დიბალა ამბობს, რომ მისი ძმა ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. გუსტავოს განცხადებით, პაულო იტალიაში ბედნიერი აღარაა. „დიდი შანსია, რომ პაულომ „იუვენტუსი“ დატოვოს, ცვლილება სჭირდება. ის კარგად იყო იტალიაში, მაგრამ ახლა ასეა არაა, ვფიქრობ სხვა ფეხბურთელებიც წავლენ. რონალდუსთან მოედნის მიღმა პრობლემები არასდროს ჰქონია, მაგრამ მოედანზე კი. არ შეუძლია მასთან …

სრულად წაკითხვა »