მთავარი / სიახლეები (გვერდი 5)

სიახლეები

პიანიჩი: “ატლეტიკო” “იუვეს” ჰგავს, მაგრამ ჩვენ რონალდუ გვყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Il Giornale-ს განუცხადა, რომ „ატლეტიკო“ „იუვენტუსს“ სათამაშო სტილით ჰგავს, თუმცა ტურინელებს ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნიელმა ხაზი კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორს გაუსვა: „მჯერა, რომ უახლოეს წლებში „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ეს ჩემი ოცნებაა და ამის ასასრულებლად იდეალურ ადგილზე ვარ. რომელ თამაშს ვითამაშებდი თავიდან? კარდიფის …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი აქტუალურ თემებზე – ალეგრი, დიბალა, იკარდი, სალაჰი, ჩემპიონთა ლიგა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ Radio Anch’lo Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგა, მასიმილიანო ალეგრი, პაულო დიბალა, მაურო იკარდი, ნიკოლო ძანიოლო, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე და ტრანსფერი – ეს, ის საკითხებია, რომლისშესახებ პარატიჩიმ ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის წინ გუნდი ლარგადაა და ვფიქრობთ ჩვენს შესახებ, არა მეტოქეზე. …

სრულად წაკითხვა »

ალგერი ძირითად შემადგენლობაზე თითქმის ჩამოყალიბდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ახლოვდება. Tuttosport-ი მატჩამდე ორი დღით ადრე „იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია: შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ ხსენებული წყაროს ცნობით, ალეგრიმ ამ შემადგენლობაზე თითქმის ჩამოყალიბდა. თუმცა, არაა გამორიცხული ბერნარდესკის ადგილი ჟოაუ კანსელუმ დაიკავოს. შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ატლეტიკომდე”: სტატისტიკა

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე სამი დღე დარჩა და დაძაბულობა მატულობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსა და საინტერესო ფაქტებს. ურთიერთშეხვედრები „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ აქამდე ორჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს. 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მადრიდში მასპინძლებმა არდა თურანის გოლით მოიგეს. მარიო მანჯუკიჩი მაშინ „როხიბლანკოს“ მაისურით თამაშობდა. მოედანზე ასევე იყვნენ …

სრულად წაკითხვა »

ქალთა გუნდი: “იუვემ” “მილანი” დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი სერია A-ს გათამაშებაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. მე-17 ტურში ტურინელებმა უშუალო კონკურენტი „მილანი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 2:0. მატჩის გმირი ბარბარა ბონანსეა გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი პირადად გადაწყვიტა. რიტა გუარინოს გუნდმა ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზეა. „იუვე“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “ატლეტიკოსთვის” მზადება დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის მზადების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდთან ერთად ივარჯიშა დანიელე რუგანიმ, რომელსაც ბოლო შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გაუცდა. დუგლას კოშტამ კი ამჯერად ინდივიდუალურად ივარჯიშა. ბრაზილიელის დაბრუნებას წესით „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე საფრთხე არ უნდა დაემუქროს. 18 თებერვალს, „იუვენტუსი“ ვარჯიშს …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “ატლეტიკოსთან” ძირითადში არ იქნება?

ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩამდე სამი დღე რჩება. იტალიური მედიისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა და ბუნებრივია უკვე მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ შემადგენლობას აირჩევს მასიმილიანო ალეგრი. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „ფროზინონესთან“ ულამაზესი გოლის მიუხედავად, პაულო დიბალა „როხიბლანკოსთან“ შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. როგორც გამოცემა წერს, მასზე მეტი შანსი ფედერიკო ბერნარდესკისა და …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “იუვენტუსი” ნამდვილი ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბებერი სინიორა“ ნამდვილი ოჯახია. გერმანელი ფეხბურთელი ტურინში გატარებულ 6 თვეს აფასებს და ამბობს, რომ კმაყოფილია. გარდა ამისა, მან ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს, ჩემპიონთა ლიგისა და აარონ რემზის შესახებ. – ნახევარი სეზონის შემდეგ, როგორ ხედავთ „იუვენტუსს“ შიგნიდან? – ოჯახი. ნამდვილად ოჯახური კლუბი. ამით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტინო” ლიდერთა შორისაა

იუვენტუსის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი სპორტულ-ინტელექტუალურ ტურნირში (მე-12 მოთამაშე) მონაწილეობს. 16 თებერვალს სასტუმრო ჰუალინგში პირველი ტური გაიმართა, რომელშიც 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი ტურის შემდეგ კი გამოქვეყნდა რეიტინგი, სადაც გუნდი “იუვენტინო” 59 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე-2 ადგილზე მყოფ მილანის ქართული ფან-კლუბის გუნდ “სუპერპიპოსაც” 59 ქულა აქვს, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს გოლი და საგოლე პასი ზედიზედ სამჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება. ასეთი რამ პორტუგალიელის კარიერაში მეორედ მოხდა. პირველად 2014 წელს, როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავდა და მეორედ ახლა – „იუვენტუსში“. კრიშტიანუმ გოლისა და შედეგიანი გადაცემის შესრულება მიჯრით „პარმასთან“, „სასუოლოსთან“ და „ფროზინონესთან“ დაპირისპირებებში შეძლო. 34 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია A-ში ამ …

სრულად წაკითხვა »