მთავარი / სიახლეები (გვერდი 447)

სიახლეები

კუადრადო: “რონალდუზე პასი? ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „სპალთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეტევაში თამაშს მიჩვეულია, ამიტომაც უკეთ გამოიყურება. „რონალდუზე ასისტი? ეს ის ნიმუშია, რომელსაც ვარჯიშებზე ვასრულებთ, ბურთი გადავოწდე, როდესაც დავინახე, რომ საჯარიმოში შემოდიოდა. წინ თამაშს მიჩვეული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში მწვრთნელმა დაცვაში დამაყენა და თავდაცვით ფუნქციებს …

სრულად წაკითხვა »

რემზი: “დატვირთული კვირა საუკეთესოდ დავიწყეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „სპალთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და კმაყოფილი დარჩა, როგორც პირადი, ისე გუნდური ასპარეზობით. „ეს გამარჯვება შესანიშნავი გზაა დატვირთული კვირის დასაწყებად. აქ ჩამოსვლ და თამაში ყოველთვის რთულია, სწორედ ამიტომ შედეგით კმაყოფილები ვართ. ჩემი იდეალური პოზიცია „მეძალაა“, პოზიცია, სადაც წლების განმავლობაში ვთამაშობ და სადაც თავს საუკეთესოდ …

სრულად წაკითხვა »

სარი: “მიზანი სკუდეტოა, ჩემპიონთა ლიგა – ოცნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდის მიზანი იტალიის ჩემპიონობაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ჯერჯერობით – ოცნება. „ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, როგორც „ბრეშასთან“, დღეს თამაში უფრო ადრე უნდა დაგვეხურა, მაგრამ ვერ შევძელით და შევინარჩუნეთ მოცემული ანგარიში. გუნდი ვითარდება. პენალტი ჩვენს კარში? ძალიან …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ სერია A-ს რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში ისევ გაიტანა და რეკორდი გაიმეორა. ზედიზედ 11 მატჩში გოლი – ასეთი შედეგი აქამდე ისტორიაში მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტასა (1994-1995) და ფაბიო კუალიარელას (2018-2019) დაეფიქსირებინათ. რონალდუმ კი, მათი მიღწევა გაიმეორა. მომდევნო ტურში თუ „ინტერს“ გაუტანს, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება. აქვე გეტყვით, რომ სერია A-ში კრიშტიანუს 21 შეხვედრაში 21 …

სრულად წაკითხვა »

გამარჯვება რონალდუს და რემზის გოლებით

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „სპალს“ ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. მაურიციო სარის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მეოთხე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს პორტუგალიელმა მიზანს მაინც მიაღწია. ხუან კუადრადოს ჩინებული პასის შემდეგ რონალდუმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “სპალთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს 25-ე ტურში “სპალს” ესტუმრება. მაურიციო სარიმ ამ შეხვედრისთვის ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია. შჩესნი; დანილო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; რემზი, ბენტანკური, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.   A disposizione: Buffon, Pinsoglio, De Sciglio, de Ligt, Coccolo, Wesley, Rabiot, Peeters, Bernardeschi, …

სრულად წაკითხვა »

რუდი გარსია: “იუვე” ფავორიტია, მაგრამ მუდმივად ფავორიტები არ იმარჯვებენ”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსის“ შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ აშკარა ფავორიტია, მაგრამ ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ. „იუვე“ ექსტრაფავორიტია, დიდებული გუნდია, რომელსაც იტალიაში მუშაობის პერიოდიდან ახლოდან ვიცნობ. როდესაც მე მივედი, უკვე ზედიზედ ორი სკუდეტო ჰქონდა მოგებული და ამის შემდეგ კიდევ ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. „იუვე“ დიდი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “რონალდუსთან ართამაშზე გული არ მწყდება, ჩემი ოცნება დელ პიეროსთან ერთად თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. იტალიელი ნახევარმცველის განცხადებით, ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად თამაში მისი ოცნება იყო, რომელიც აიხდინა. ამიტომაც, არ წყდება გული იმაზე, რომ კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. „ვარ თუ არა იმედგაცრუებული, რომ რონალდუსთან ერთად თამაში არ მომიწია? არა. ჩემი ოცნება ბავშვობიდან დელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “პორტუს” ტალანტით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ პორტუგალიური „პორტუს“ ამომავალი ვარსკვლავის ტომას ესტევესის მიმართ ინტერესს იჩენს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. ესტევესი 18 წლისაა და პორტუს მეორე გუნდში თამაშობს, პარალელურად პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების წევრია. ფეხბურთელს დიდ მომავალას უწინასწარმეტყველებენ და მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სპალთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს 25-ე ტურში „სპალს“ ესტუმრება. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაურიციო სარის გუნდის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ასეთია: შჩესნი, დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; რემზი, ბენტანკური, რაბიო; ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »