მთავარი / სიახლეები (გვერდი 287)

სიახლეები

კონტე: “იუვეს” ორი საჩუქარი გავუკეთეთ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქეს ორი საჩუქარი გაუკეთეს. „თუ თამაშს ანალიზს გავუკეთებთ, დავინახავთ, რომ პირველ ტაიმში „იუვეს“ ორი საჩუქარი გავუკეთეთ, რის ხარჯზეც 2:1 დაწინაურდა. კიდევ ერთხელ შევქმენით ბევრი მომენტი და რეალიზაციის ფაზაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ასეთი დამოკიდებულებით თუ ვითამაშებთ, ჩვენთან ყველას გაუჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მათ თავიანთი ძალა იციან და ასე უნდა გააგრძელონ. „სერია A-ში „ინტერთან“ თამაში ცარიელი ნაბიჯი იყო, ჩვენ იმ მატჩში არ ვყოფილვართ. იმ მომენტიდან ძალები მოვიკრიბეთ და გამარჯვებებიც მოვიდა. ამჯერად ეს მხოლოდ პირველი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ინტერთან” რევანში აიღო და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში „იუვენტუსი“ მილანის „ინტერს“ ეწვია და 2:1 დაამარცხა, რითაც სერია A-ში ორი კვირის წინ განცდილი მძიმე მარცხისთვის რევანში აიღო. უნდა აღინიშნოს, რომ მილანელებს ლიდერები რომელუ ლუკაკუ და აჩრაფ ჰაკიმი აკლდათ, მაგრამ მეორეს მხრივ ანდრეა პირლომ გუნდის რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის წევრი დაასვენა და გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა. პირველ ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსმა“ უეფაში გაგზავნა განაცხადი, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში ითამაშებს. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, ბენტანკური, ბერნარდესკი, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუს“ დაუპირისპირდება და პირველი მატჩი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება და ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი, პეტერსი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვეს“ მატჩი დღეს თბილისის …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “იუვენტუსს” დიდ პატივს ვცემთ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „იუვე“ პატივისცემას იმსახურებს. „ძალიან ძლიერი გუნდის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა უნდა გვქონდეს და შესანიშნავად თამაშია საჭირო. ფინალისტის ვინაობა 180 წუთში გაირკვევა, შარშან „ნაპოლისთან“ სახლში წავაგეთ და სტუმრად ფრედ ვითამაშეთ, კარგები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ. პირველად არ …

სრულად წაკითხვა »

ხედირა “იუვეს” ემოციურად გამოემშვიდობა: “ვამაყობ და ჩემთვის დიდი პატივი იყო”

სამი ხედირა „იუვენტუსს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური სიტყვებით და ვიდეოთი დაემშვიდობა. როგორც მან თქვა, ამაყობს, რომ იმ ეპოქის ნაწილია, რომელიც ამ წლებში „იუვენტუსმა“ შექმნა. „ყველა მოგზაურობას აქვს დასასრული, მაგრამ მოგონება ყოველთვის დარჩება! ძვირფასო იუვენტინოებო, მინდა დიდი მადლობა გითხრათ! ეს იყო ძალიან ლამაზი და განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი. 5 წელში 5-ჯერ გავხდით …

სრულად წაკითხვა »

ტრეზეგე: “იუვე” მხოლოდ ერთხელ ცდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიის თასის ნახევარფინალის შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ მხოლოდ ერთხელ ცდება. „ეს არის ორრაუნდიანი მატჩი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება პირველ თამაშში შეცდომების არდაშვება. „იუვეს“ სურს დაამტკიცოს, რომ ჩემპიონატის თამაში არასწორი იყო. „იუვე“ დიდი მონდომებით და სურვილით ითამაშებს. მას შეუძლია გოლების გატანა. „სან სიროზე“ გამარჯვება …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “კონტეს კარგად ვიცნობთ და ვიცით, როგორ თამაშობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სურს ისეთი „იუვე“ იხილოს, რომელიც თავის ძალებში დარწმუნებულია. „მინდა ვნახო გუნდი, რომელიც დარწმუნებულია თავის სიძლიერეში. ეს პირველი რაუნდია, შესაბამისად, კარგად უნდა ვმართოთ თამაში. ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი. „ინტერთან“ მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. მას შემდეგ შესანიშნავად …

სრულად წაკითხვა »

აარონ რემზი “ინტერთან” ვერ ითამაშებს

იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსს“ აარონ რემზი დააკლდება. უელსელ ფეხბურთელს კუნთის პრობლემა აქვს და ვერ ითამაშებს. მისი დაზიანება მძიმე არ არის და ანდრეა პირლომ იმედი გამოთქვა, რომ შაბათს, „რომასთან“ თამაშს მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რემზიმ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „იუვე“ „ინტერს“ სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »