მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქეს ორი საჩუქარი გაუკეთეს.
„თუ თამაშს ანალიზს გავუკეთებთ, დავინახავთ, რომ პირველ ტაიმში „იუვეს“ ორი საჩუქარი გავუკეთეთ, რის ხარჯზეც 2:1 დაწინაურდა. კიდევ ერთხელ შევქმენით ბევრი მომენტი და რეალიზაციის ფაზაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ უარყოფით შედეგზე მოგვიწევს საუბარი. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, უფრო მეტი დაიმსახურეს, ვიდრე საბოლოო შედეგია.
ქამ-ბექი? ახლა აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით უნდა მოვიგოთ და ეს არ იქნება ადვილი. ამავე დროს ამჟამად ჩემპიონატის თამაშზე ვფიქრობთ და შემდეგ ვიფიქრებთ თასის საპასუხო შეხვედრაზე“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ ტურინში 9 თებერვალს უმასპინძლებს.