მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” “ინტერთან” რევანში აიღო და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა

“იუვენტუსმა” “ინტერთან” რევანში აიღო და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში „იუვენტუსი“ მილანის „ინტერს“ ეწვია და 2:1 დაამარცხა, რითაც სერია A-ში ორი კვირის წინ განცდილი მძიმე მარცხისთვის რევანში აიღო. უნდა აღინიშნოს, რომ მილანელებს ლიდერები რომელუ ლუკაკუ და აჩრაფ ჰაკიმი აკლდათ, მაგრამ მეორეს მხრივ ანდრეა პირლომ გუნდის რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის წევრი დაასვენა და გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა.

პირველ ტაიმში „იუვე“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველმა გაუშვა. მე-9 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ლაუტარო მარტინესის გოლით დასრულდა და „ნერაძური“ დაწინაურდა. პირლოს გუნდმა 15 წუთში გაათანაბრა. ხუან კუარდადოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელმა 35-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მან სამირ ჰანდანოვიჩისა და ალესანდრო ბასტონის ცუდი თამაშით ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგდო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში სტუმრებმა დამსახურებულად მოიგეს.

თუმცა, მეორე ტაიმში უკვე მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას და ორჯერ ძალიან ახლოს იყვნენ გოლთან. ჯერ მერიჰ დემირალმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ჯიჯი ბუფონმა მატეო დარმიანს აჯობა. საბოლოოდ, „იუვემ“ ანგარიში შეინარჩუნა და პირველი რაუნდი მოიგო – 2:1.

საპასუხო მატჩი 9 თებერვალს ტურინში გაიმართება, მაგრამ მანამდე „იუვენტუსი“ სერია A-ში უმნიშვნელოვანეს თამაშს „რომასთან“ გამართავს.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:2)

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (პინამონტი 86) – დარმიანი, ბარელა, ბროზოვიჩი (სენსი 86), ვიდალი (ერიკსენი 72), იანგი (პერიშიჩი 66) – ლაუტარო, სანჩესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი – კუადრადო, დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო – მაკკენი (კიელინი 89), ბენტანკური (არტური 76), რაბიო, ბერნარდესკი (დანილო 69) – კულუშევსკი (კიეზა 89), რონალდუ (მორატა 76)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 ლაუტარო (9), 1:1 რონალდუ (26, პენ), 1:2 რონალდუ (35)

გაფრთხილება: იანგი (25), ვიდალი (38), სანჩესი (90) – დემირალი (14), ალექს სანდრო (32), რონალდო (45), დე ლიხტი (47), არტური (86), მორატა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 7 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …