მთავარი / სიახლეები (გვერდი 288)

სიახლეები

“იუვემ” მანდრაგორა “ტორინოში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა „ტორინოში“ გაანათხოვრა. ამის შესახებ „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. მანდრაგორა აქამდე იჯარით „უდინეზეში“ თამაშობდა, ახლა კი „ხარების“ ღირსებას დაიცავს. „იუვენტუსში“ იტალიელ ნახევარმცველს ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული.

სრულად წაკითხვა »

დანიელე რუგანი სერია A-ში დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსმა“ დანიელე რუგანი „კალიარიში“ გაანათხოვრა. ფეხბურთელის კონტრაქტი Lega Serie A-მ ოფიციალურად დაარეგისტრირა. რუგანი სარდინიაზე სეზონის ბოლომდე დარჩება. დანიელე „იუვემ“ მიმდინარე სეზონის წინ ფრანგულ „რენში“ გაანათხოვრა, მაგრამ იქ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გასულა. ამიტომაც, ფრანგული გუნდი 6 თვით ადრე დატოვა. აღსანიშნავია, რომ რუგანის დამატებას აქტიურად …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: სამი ხედირამ “იუვე” დატოვა

სამი ხედირამ ტურინის „იუვენტუსი“ დატოვა. გერმანელი ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდა და ბერლინის „ჰერტას“ შეუერთდა. სამიმ „იუვეში“ ბოლოს გასული წლის ივნისში ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. ხედირა მიმდინარე სეზონის პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვარჯიშობდა, მაგრამ განაცხადში ანდრეა პირლოს ერთხელაც არ შეუყვანია. ამრიგად, სამის ტურინული თავგადასავალი, რომელიც 5.5 წელი გაგრძელდა …

სრულად წაკითხვა »

პაოლო კონდო: “დე ლიხტი ამ “იუვენტუსისთვის” შეუცვლელი ფეხბურთელია”

Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა პაოლო კონდომ განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი “იუვენტუსისთვის“ შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ მას „სამპდორიასთან“ არ უთამაშია. კონდომ კომენტარი ასევე ნახევარდაცვის შესახებაც გააკეთა: „დე ლიხტი ამ „იუვენტუსისთვის“ ნამდვილად შეუცვლელი მოთამაშეა, ისე, როგორც „მილანისთვის“ დონარუმა და „ინტერისთვის“ ლუკაკუ. ნახევარდაცვაში არტურთან და მაკკენისთან ერთად თამაშის დროს ჩემი შეფასებით, …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “რაბიოს და რემზის თამაშით კმაყოფილები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ Sky Sport-თან ისაუბრა. იტალიელი მენეჯერი სხვადასხვა საკითხებს შეეხო. „ამ ეტაპზე ტრანსფერების საჭიროება არ გვაქვს, უბრალოდ ყურადღებით ვიყავით იმის გასაგებად, რომელიმე შესაძლებლობა ხომ არ იყო, ამის შემდეგ კი შეფასებები კეთდება. კულუშევსკის შეუძლია თავდამსხმელად თამაში, მალე დიბალაც დაბრუნდება, რომლის ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლდებად სერიოზული გამოდგა. რემზი და …

სრულად წაკითხვა »

“სამპდორია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-20 ტურში გენუის „სამპდორია“ ფედერიკო კიეზასა და აარონ რემზის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – მისი საქმეში ჩართვა პრაქტიკულად საჭირო არ გამხდარა. კუადრადო 7 – დამატებითი თავდამსხმელია. მისმა დაბრუნებამ „იუვე“ უკეთესობისკენ შეცვალა. მისმა საგოლე პასმა კი თამაში დაასრულა. ბონუჩი 6 – …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი: “ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „სამპდორიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ჯორჯომ განაცხადა, რომ „იუვემ“ შესანიშნავად ითამაშა და ასე უნდა გააგრძელონ. „ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გვინდოდა სტაბილურობა და ჩვენი პროგრესი გვეჩვენებინა, რათა სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. სოლიდური თამაში ჩავატარეთ, „იუვეს“ დონის, ალბათ, მეორე გოლით თამაში მანამდე უნდა დაგვეხურა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა “სამპდორიასთან” (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თამაშიდან თამაშამდე იფიქრონ. „ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, დღეს გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვქონდა და მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ, დავიბრუნე ფიზიკური კონდიცია, თავს კარგად ვგრძნობ და ყველანი კარგად ვართ ნახევარდაცვაში. ვინც მოედანზე გადის, სურს …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “მეორე გოლი პირველ ტაიმში უნდა გაგვეტანა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თამაში უფრო ადრე უნდა დაეხურათ და მეორე გოლის გატანა მოუგვიანდათ. „სამხრუხაროა, რომ პირველ ტაიმში თამაში ვერ დავხურეთ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. …

სრულად წაკითხვა »

კარგი თამაში და 3 ქულა გენუაში

იტალიის სერია A-ს მეორე წრე „იუვენტუსმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. რაც მთავარია, ანდრეა პირლოს გუნდის თამაში კარგი იყო და გენუაში, „სამპდორიასთვის“ შანსი არ დაუტოვებია. „იუვემ“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაეტანა. შეიძლება ითქვას, ახლა მომენტების არასათანადო გამოყენება ტურინელთა მთავარი პრობლემაა. განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ სცოდავდა, რომელმაც პირველ ტაიმში …

სრულად წაკითხვა »