მთავარი / სიახლეები (გვერდი 103)

სიახლეები

კიელინი: “მე და ზლატანი მოედანზე ერთმანეთს არ ვზოგავდით, მაგრამ მოედანს მიღმა დიდი პატივისცემა გვქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ჯერ კიდევ მოქმედმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინსტაგრამში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე მისი „საუკეთესო მტერი“ იყო. ლივორნო – ქალაქთან ძლიერი კავშირი მაქვს, 20 წლამდე იქ ჩემი სახლი იყო, იქ გავიზარდე, ჩემი ცოლიც ლივორნოდანაა, მეგობრებიც იქ მყავს, როცა შემიძლია ლივორნოში …

სრულად წაკითხვა »

პლატინი: “იუვე” კარგად მოიქცა, რომ 9 წლის შემდეგ სხვებსაც მისცა გამარჯვების უფლება”

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ იტალიურ მედიასთან სერია A-ს აწ დასრულებული სეზონის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „იუვე“ ჭკვიანურად მოიქცა, რომ ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ გამარჯვების უფლებს სხვა გუნდებსაც მისცა. „ჩემპიონი ყოველთვის უძლიერესი გუნდი ხდება. მინდა სტეფანო პიოლის მივულოცო, რომელთან ერთად ვთამაშობდი და ასევე, გამოჯანმრთელება ვუსურვო სტეფანო ტაკონის. ჩემი …

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია პოგბას სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბოლო დღეებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედიც შეხვდა. თუმცა, ჯერ ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა, რადგან „პარი სენ ჟერმენი“ ისევ საქმეშია. ტურინელებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა ზინედინ ზიდანი წარმოადგენს. ფრანგი სპეციალისტი პოგბას დიდი თაყვანისმცემელია და მისი ტრანსფერი „რეალშიც“ სურდა. ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ”

პაულო დიბალა მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე იყო, სადაც სამუელ ეტო’ოს ორგანიზებით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. დიბალამ მატჩამდე იტალიურ მედიასთან თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა: „მიხარია, რომ აქ ვარ, სამუელსაც ვესაუბრე. ამ საღამოს აქ ბევრს ვესაუბრე, მათ შორის ხავიერ ძანეტისაც, მაგრამ ახლა სჯობს ამ საღამოზე ვისაუბროთ და არა ჩემს მომავალზე. ტოტის სიტყვები? ის …

სრულად წაკითხვა »

ხუთი იუვენტინო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში

რობერტო მანჩინიმ ივნისის მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და 39 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის „იუვენტუსის“ ხუთი ფეხბურთელია – ლეონარდო ბონუჩი, მანუელ ლოკატელი, მოისე კინი და ჯერ კიდევ „იუვეს“ მოთაშეები – ჯორჯო კიელინი და ფედერიკო ბერნარდესკი, რომლებიც 30 ივნისს გუნდს საბოლოოდ დატოვებენ. მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ქალთა გუნდმა იტალიის თასი მოიგო და სეზონი სამი ტიტულით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა სეზონში მესამე ტიტული მოიგო და ამჯერად იტალიის თასს დაეუფლა. ჯო მონტემუროს გუნდმა ფინალში „რომას“ აჯობა, არადა, ტურინელებმა 23-ე წუთზე გაუშვეს და მე-80 წუთამდე აგებდნენ, მაგრამ 4-წუთიან ინტერვალში ყველაფერი შეიცვალა. მე-80 წუთზე კრისტიანა ჯირელიმ გაათანაბრა, 4 წუთში კი სარა გამამ გამარჯვების გოლი გაიტანა. „იუვეს“ ქალთა გუნდმა იტალიის …

სრულად წაკითხვა »

ძამბროტა: “იუვენტუსს” პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ „ბებერი ქალბატონის“ სეზონის შეაფასა. ის ფიქრობს, რომ კლუბს ანდრეა პირლოსთვის მეტი დრო უნდა მიეცა. „რა თქმა უნდა, ეს „იუვესთვის“ საკადრისი სეზონი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, რადგან ვიცნობთ „იუვეს“ და ყოველწელს რაღაც უნდა მოიგოს. „იუვემ“, როგორც ყველა დიდმა გუნდმა ყოველთვის რაღაცისთვის უნდა იბრძოლოს და თუ …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის ბოლო შეხვედრა ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 6 – გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, დანკანის დიაგონალური დარტყმა კი აუღებელი იყო. პინსოლიო 6.5 – ბოლო ტურში მისი ჯერი დადგა და მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან დაჯაბნეს. დე ლიხტი 6 – ბონავენტურას გოლისგან გუნდი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი კარიერას არ ასრულებს და MLS-ში ითამაშებს

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსი“ დატოვა, მაგრამ კარიერას არ ასრულებს. იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ კიელინი MLS-ის ბინადარ „ლოს ანჯელესში“ გადავა და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვეს“ რიგებში 2005-2022 წლებში 561 მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ამ შედეგით …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი “იუვეს” დაემშვიდობა: “ვამაყობ, რომ 5 წელი აქ ვითამაშე”

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო ბერნარდესკიმაც დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა „ბიანკონერიში“ ბოლოჯერ „ფიორენტინასთან“ ითამაშა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამაყობს, რომ 5 წლის განმავლობაში „იუვეს“ ოჯახის წევრი იყო. „იუვენტუსში“ ჩემი თავგადასავალი ფლორენციაში დასრულდა, ამაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვარ. ბიჭებს ველაპარაკე, ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადე, მწვრთნელებს, ბიჭებს, ისინი ჩემი ოჯახი იყვნენ, „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »