მთავარი / სიახლეები (გვერდი 102)

სიახლეები

კიეზა: “მოუთმენლად ველოდები ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი მონაკოში ფორმულა 1-ს გრანპრის დაესწრნენ, სადაც ფერარის საგულშემატკივროდ მივიდნენ. კიეზამ იტალიურ მედიასთან მონაკოს გრანპრიდან კომენტარი გააკეთა: „მოუთმენლად ველი ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშს, მაგრამ ახლა ჩვენ აქ ფერარის საგულშემატკივროდ ვართ. 10 ნომერი? არა, არა. ახლა მხოლოდ ფერარიზე ვფიქრობ“, – თქვა კიეზამ, მერე კი ვლაჰოვიჩმაც …

სრულად წაკითხვა »

37 წელი “ეიზელის” ტრაგედიიდან

„ეიზელის“ ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1985 წლის 29 მაისს, ბრიუსელში „ლივერპულის“ ფანების მიერ დაწყებული აგრესიისა და შეტაკების შედეგად, „იუვენტუსის“ 39 გულშემატკივარი, მათ შორის 36 იტალიელი ადამიანი დაიღუპა. ტურინული კლუბი ამ ტრაგედიას საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა: „როდესაც მოგონება მიდის წარმოუდგენელ ტრაგედიებზე, როგორიცაა 1985 წლის 29 მაისს, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მომხდარი ტრაგედია, …

სრულად წაკითხვა »

კაბრინი: “იუვეს” გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება, ამის გარეშე წარმატება არ მოდის”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველმა ანტონიო კაბრინიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან ალექს სანდროს შესახებ ისაუბრა, ასევე ზოგადად, „იუვესა“ და გასაძლიერებელ პოზიციებზე. – ანტონიო, „იუვენტუსს“ ამ მომენტში მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ალექს სანდრო ჰყავს, რომელიც დაღმასვლას განიცდის. ეს შემაშფოთებელია? – ჩემი აზრით, ალექს სანდრო თავის საქმეს …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნებასთან ახლოსა, მომდევნო შეხვედრა გადამწყვეტი იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბა უახლოვდება, მაგრამ გარიგება ჯერ დახურული არაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. პოგბა სოციალურ ქსელში მინიშნებებს აკეთებს, რასაც „იუვეს“ ფეხბურთელების მხრიდან პოსტზე კომენტარებიც მოჰყვა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ განხორციელებულა. პოგბას „იუვე“ 8 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, ფეხბურთელსაც სურს ტურინში დაბრუნება და მზადაა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

ლუის მურიელი – ვლაჰოვიჩის დუბლიორი?

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს – ფეხბურთელს, რომელიც სერბს სეზონის განმავლობაში დასვენების საშუალებას მისცემს და ზოგჯერ შეცვლის ხოლმე. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელის ლუის მურიელის ვარიანტზე ფიქრობენ. კლუბს ბოლო დღეებში კონტაქტი კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩისთან ჰქონდა. „ატალანტა“ მურიელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ფეხბურთელი სავარაუდოდ, …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი “იუვესთან” კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ და მატაის დე ლიხტი მზად არიან კონტრაქტი განაახლონ. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. დე ლიხტის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წელს იწურება, მაგრამ დიდი შანსია ის 2 წლით, 2026 წლამდე განაახლოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ნიდერლანდელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ მატაის …

სრულად წაკითხვა »

კიელინიმ თავისი მაისური “იუვეს” მუზეუმში მიიტანა

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსის“ მუზეუმში თავისი მაისური მიიტანა, რომელზეც სამახსოვრო წარწერაც დატოვა, რამაც „იუვეს“ ფანებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. ამ ფრაზიდან ჩანს, როგორც გახდა კიელინი კლუბის ლეგენდა და ეს ერთგვარი მესიჯია მომავალი თაობისთვის. „ეს მაისური არ უნდა ჩაიცვა, ის კანზე უნდა მიიკერო. ვინც ამას გაიაზრებს, ლეგენდა გახდება! Fino alla fine!”, – დააწერა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “უდინეზესთან” უდოჯის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მარცხენა მცველის დამატებასაც აპირებს, რადგან ალექს სანდრო და ლუკა პელეგრინი მასიმილიანო ალეგრის დარწმუნებას ვერ ახერხებენ. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა ინტერესის სფეროში „უდინეზეს“ განაპირა მცველი დესტინი უდოჯი მოხვდა. როგორც ცნობილი გახდა, 19 წლის მცველზე „იუვე“ უდინელებს უკვე დაუკავშირდა და ინფორმაცია გამოითხოვა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ირკვევა, რომ …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “კიელინი, როგორც მეტოქე მძულდა, მაგრამ საუკეთესო თანაგუნდელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პაულო დიბალა „რომაში“ გადავა. გარდა ამისა, ბოსნიელმა ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა. „დიბალა „რომასთვის“ იდეალური გუნდი იქნებოდა და პირიქით. „რომამ“ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას და რამდენიმე ჩემპიონი უნდა დაიმატოს. პაულოს მსგავსი მოთამაშეები კი აუმჯობესებენ გუნდს და ის აუცილებლად გააუმჯობესებს …

სრულად წაკითხვა »

კიელინი – “იუვენტუსის” სეზონის MVP

ტურინის „იუვენტუსის“ 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯორჯო კიელინი დასახელდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია. კიელინიმ აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვე“ დატოვა. მან ტურინულ კლუბში 2005-2022 წლებში 561 შეხვედრა ითამაშა და …

სრულად წაკითხვა »