მთავარი / სიახლეები (გვერდი 90)

სიახლეები

პოგბა: “ერთი სული მაქვს, “იუვეს” მაისური ისევ ჩავიცვა”

პოლ პოგბამ ტურინში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება „იუვეს“ მაისურის ისევ მორგებას. „დავბრუნდი, აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, რომ „იუვენტუსის“ მაისური ისევ მოვირგო, ისევ!“, – თქვა პოგბამ. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.   🗣 …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა ტურინში ჩაფრინდა [VIDEO]

პოლ პოგბა ტურინში ჩაფრინდა. ფრანგ ნახევარმცველს კაზელეს აეროპორტში კლუბის წარმომადგენელი დახვდა. ხვალ პოლი სამედიცინო შემოწმებაზე J Medical-ში მივა. პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ამოეწურა და ტურინულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ისე, როგორც ზუსტად 10 წლის წინ, როცა “იუვემ” “მანჩესტერიდან” ის ასევე უფასოდ გაიფორმა. პოგბა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. …

სრულად წაკითხვა »

პოგბა ტურინში მიფრინავს: “მალე შევხვდებით” [VIDEO]

ანხელ დი მარიას შემდეგ ტურინში პოლ პოგბა ჩაფრინდება. ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავშია და აშკარაა, რომ ტურინში ბრუნდება. „დროა! მალე შევხვდებით“, – ამბობს პოგბა ვიდეოში, თანაც, „მალე შევხვდებით“ – იტალიურ ენაზე, რაც ნიშანდობლივია. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პოლ პოგბას უფასოდ იბრუნებს. ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. …

სრულად წაკითხვა »

მარკო ტარდელი: “1985 წელს მოგებულ ჩემპიონთა თასს არ ვაღიარებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა თასი არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ტარდელიმ ეს ტიტული „იუვესთან“ ერთად 1985 წელს მოიგო, ის ამ გამარჯვებას არ აღიარებს. მოგეხსენებათ, „ეიზელის“ სტადიონზე მაშინ „იუვეს“ 39 გულშემატკივარი გარდაიცვალა, თუმცა, უეფამ გუნდებს თამაში მაინც დაავალა. მაგრამ ტარდელისთვის ის დღე ფეხბურთის ისტორიაში მარცხის …

სრულად წაკითხვა »

დი მარია სამედიცინო შემოწმებას გადის

ანხელ დი მარია J Medical-ში სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა. ამრიგად, არგენტინელის ტურინული თავგადასავალი დაიწყო. ის სამედიცინო ტესტების გავლის შემდეგ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აქვე გეტყვით, რომ დღეს ტურინში შვებულებიდან დაბრუნდა დუშან ვლაჰოვიჩიც, რომელიც ასევე J Medical-ში გამოჩნდა. 📍#JMedical L’arrivo di Angel Di Maria per le visite mediche 📸 pic.twitter.com/ibpaxaFddY — JuventusFC …

სრულად წაკითხვა »

ანხელ დი მარია ტურინშია [VIDEO]

ანხელ დი მარია ტურინშია! “იუვენტუსის” ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და არგენტინელის ფოტოები გამოაქვეყნა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დი მარია მიმდინარე ზაფხულს “იუვეს” პირველი შენაძენია, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. დი მარია 8 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. Angel Di Maria è arrivato a Torino 🛬 pic.twitter.com/2gIav2mxbE …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კუადრადო, გატი და როველა შეუერთდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ ხუან კუადრადო, ნიკოლო როველა და ფედერიკო გატი შეუერთდნენ. მათ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს. გატი „იუვენტუსმა“ გასულ ზამთარს იყიდა და იჯარით „ფროზინონეში“ დატოვა, თუმცა, იტალიელი მცველი შეკრებას ამჯერად „იუვეში“ გაივლის. სავარაუდოდ, ის გუნდში დარჩება და მომდევნო სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს. როველა „ბებერ ქალბატონს“ აქამდე „ჯენოაში“ ჰყავდა განათხოვრებული, მისი მომავალი ჯერ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძანიოლოს ტრანსფერში ზაკარიას ჩართვა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას ცდილობს და გუშინ მილანში, მის აგენტს ფედერიკო კერუბინი შეხვდა. „რომა“ იტალიელ ნახევარმცველში 50 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „იუვესთვის“ ძვირი ფასია. დაიწერა, იჯარით გადაბირებაზე, გამოსყიდვის ვალდებულებითაც, ახლა კი იტალიაში კიდევ ერთი ვარიანტი გაჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც გარიგებაში არტურის ჩართვა პრაქტიკულად გამოირიცხა, შესაძლოა „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

კერუბინი ძანიოლოს და მორატას აგენტებს შეხვდა

ტურინის „იუვენტუსმა“ კალიდუ კულიბალის აგენტთან მილანში შეხვედრა გამართა, მაგრამ იტალიური მედია იტყობინება, რომ ფედერიკო კერუბინის დღეს მხოლოდ ეს შეხვედრა არ გაუმართავს. როგორც ცნობილი გახდა, კულიბალის აგენტთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში კერუბინი ნიკოლო ძანიოლოსა და ალვარო მორატას აგენტებს მილანის ცენტრში შეხვდა. „იუვე“ ძანიოლოს გადაბირებას აქტიურად ცდილობს და ფეხბურთელსაც აქვს ტურინულ გრანდში გადაბარგების …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” კულიბალის აგენტთან შეხვედრა გამართა

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალურ მცველს ეძებს, რადგან ჯორჯო კიელინიმ გუნდი დატოვა, ხოლო მატაის დე ლიხტის წასვლაც ძალიან რეალურია. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ დღეს „იუვეს“ სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი „ნაპოლის“ ფეხბურთელ კალიდუ კულიბალის აგენტ ფალი რამადანს შეხვდა და სენეგალელი მცველის ტრანსფერზე ისაუბრეს. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ დიდი ხანია …

სრულად წაკითხვა »