ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან „ლიონთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პაულო დიბალას შესანიშნავ გოლზე ისაუბრა.
„ლიონი“? რაც მახსოვს წინა მატჩებისგან, ადგილობრივი გულშემატკივრები ძალიან ცხარედ ქომაგობენ საკუთარ გუნდს და ამ ახალ სტადიონზე ატმოსფეროკიდევ ცხელია. ჩვენ ვიპოვით ელექტრულ ატმოსფეროს, რადგან ფეხბურთით სუნთქვა განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საღამოს სრულიად სხვა ემოციაა.
დიდი თამაში გველოდება, რადგან რუდი გარსიას ბევრი ტექნიკური და ძალიან სწრაფი ახალგაზრდები ჰყავს. ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი ამოცანა, გვინდა წინ ვიაროთ და ბოლომდე მივიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. აუცილებელია ლიონიდან პოზიტიური შედეგით წამოვიდეთ.
„ატლეტიკოსთან“ საშინაო თამაში? ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით და პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. პაულომ კი საოცარი გოლი გაიტანა, თითქმის შეუძლებელი პოზიციიდან იდეალური კუთხე მოძებნა. ობლაკის წინ ვიდექი და მივუთითე, რომ ძლიერად დაერტყა, რადგან წინ ვიდექი, არ იყო თამაშგარე და მას არ შეეძლო დანახვა, რადგან ორი კაცი ცოცხალ კედელშიც იდგა. ვეუბნებოდი, ორმ რაც შეიძლება ძლიერად დაერტყა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე იდეალურად შეასრულებდა“, – თქვა ბონუჩიმ.