მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “დერბი უნდა მოვიგოთ”

ბერნარდესკი: “დერბი უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი Sky Sport-თან საუბრობს და აღნიშნავს, რომ დერბიში ეცდებიან გამოისყიდონ ბერნში დამარცხება:

„ყველა წაგება ცუდია, თუმცა საბედნიეროდ, პირველი ადგილით გასვლა მოვახერხეთ ჯგუფიდან. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ და ვიცით, რომ არ შეიძლება შეცდომის დაშვება. ახლა კი, გვინდა, რომ დერბიში დანაკარგი ავინაზღაუროთ.

დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია, ქალაქში ლამაზი ატმოსფერო იქნება, მნიშვნელოვანია პატივისცემა, ხოლო ჩვენ გამარჯვებისთვის და სახლში სამი ქულის წასაღებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ ეტაპისთვის ყველ ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. ვიცით, რომ ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. ამიტომ, წილისყრას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …