ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებენ.
„პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და გუნდიც ამის გარშემო ააშენა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ამ ტურნირს მოვიგებთ“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას „აიაქსთან“ მარცხის შემდეგ მეოთხედფინალში გამოეთიშა.