ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა მეჰდი ბენატია დაბრუნდეს. La Stampa-ს ინფორმაციით, მარკოელი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნებაზე გუნდის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს.
საქმე ისაა, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულში ცენტრლალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება აუცილებლად სჭირდება. მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი დატოვა, არააგამორიცხული ბენატიამ შავ-თეთრი მაისური ისევ მოირგოს.
შეგახსენებთ, რომ ბენატია „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და „ალ-დუჰაილში“ 8 მილიონ ევროდ გადავიდა.