მთავარი / სიახლეები / ანიელი: “ჩვენი ინვესტიცია, რომ არა, ახლა “იუვე” წარსულის მოგონება იქნებოდა”

ანიელი: “ჩვენი ინვესტიცია, რომ არა, ახლა “იუვე” წარსულის მოგონება იქნებოდა”

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ტურინის წლის ადამიანად დასახელდა. ანდრეამ სპეციალური პრიზი მიიღო, რის შემდგომაც კომენტარიც გააკეთა.

ანიელიმ აღნიშნა, რომ „იუვენტუსი“ მხოლოდ წარსულის მოგონება იქნებოდა, რომ არა მათი ინვესტიცია, ახლა კი, ევროპაში წამყვანი კომპანიაა.

„ვნებისა და ინვესტიციის გარეშე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იქნებოდა ქალაქის კიდევ ერთი მოგონება, ცოცხალი მოგონება, მაგრამ მაინც ყოველთვის მოგონება. ამის ნაცვლად კი, ახლა „იუვენტუსი“ ევროპაში წამყვანი კომპანიაა, რომელშიც დასაქმებულია 900 ადამიანი, სამჯერ მეტი, ვიდრე 2010 წელს. 400 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. ბიზნესში და არამხოლოდ ფეხბურთში, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება პრიორიტეტებზე. როგორც მამაჩემმა მასწავლა, უნდა გვქონდეს ნებისყოფა მიზნების მისაღწევად, აზრის შეცვლა კი ძალიან ადვილია“, – განაცხადა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …