ტურინის „იუვენტუსი“ მცველმა ალექს სანდრომ „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, სტუმრად გატანილი გოლი მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად გოლი გავიტანეთ, სამწუხაროა, რომ ბოლოს ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, კარგად ვითამაშეთ მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია უფრო უკეთ თამაში. „აიაქსი“ ბევრს კომბინირებდა, მაგრამ როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა პრობლემები ექმნებოდა. ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. გოლი? დასანანია, რადგან ასეთი გოლი არ გაგვეშვა“, – აღნიშნა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსი“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს გაიმართება.