ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ (1:2) წაგების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში რჩება.
„ვიტყოდი, რომ მეორე ტაიმში „აიაქსმა“ სრულად დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე თამაში. პირველ ნახევარში გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა, მაღალ პრესინგს ვთამაშობდით. მერე კი, გოლი გავუშვით, რა დროსაც ძალიან არ გაგვიმართლა. მეორე ტაიმში კი ყველაფერი უფრო მეტად გართულდა, ასეთი მატჩები დეტალებისგან შედგება. გარდა ამისა, დიდი დანაკლისი გვქონდა, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა, ბიჭებზე ვერაფერს ვიტყვი. 1:0 დავწინაურდით, მაგრამ 4 წუთში გოლი გავუშვით, ეს სიტუაცია თავიდან უნდა აგვეცილებინა. კომპლიმენტები „აიაქსს“, ეს, ის გუნდია, რომელიც ორი წლის წინ ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.
მომავალი? პრეზიდენტთან გუშინ ვისაუბრე და ტურინში ვრჩები“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „აიაქსთან“ ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.