არამხოლოდ დანიელე რუგანი, როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ურუგვაელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ შეუთანმხდა და ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება.
ბენტანკური „ბებერი სინიორაში“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
21 წლის ურუგვაელმა გასულ სეზონში 40 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ დანიელე რუგანიც კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ დანიელემ მარტში ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობის განახლება მალევე გადაწყვიტეს.