ტურინის „იუვენტუსმა“ როგორც დააანონსებული იყო საკუთარი სასტუმრო ოფიციალურად გახსნა. დღეიდან J Hotel-ში ღამის გათევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სასტუმრო აქამდე მხოლოდ ფეხბურთელებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ დღეიდან ტურისტებსაც მიიღებს.
J Hotel-ი მოიცავს 11.200 კვადტრაული მეტრის ფართობს და შედგება 138 ნომრისგან. აქვს რესტორანი, დიდი ბაღი და დაყოფილია ხუთ ტიპად. ტექნიკური პერსონალისა და ფეხბურთელების ოთახები დაცულია და გამოყოფილია.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც მასთან დაქვემდებარებული სასტუმრო გახსნა.
Il J|Hotel apre al pubblico!!! 🏨 ⚪️⚫️
➡️ https://t.co/7LaMWZprLF pic.twitter.com/XXfsZWh7wg— JuventusFC (@juventusfc) August 24, 2019