მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ თავისი კლუბი იუვენტუსს შეადარა.
“ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს იუვენტუსისა და მილანის შედარებას. მილანი გლობალური გიგანტია, რადგან ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ მოიგო. იუვენტუსი იტალიური გიგანტია, რადგან სკუდეტო ზედიზედ რვაჯერ მოიპოვა.
მათ ამას ვულოცავ, მაგრამ როდესაც გულშემატკივრებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, თუ როგორ წარმოვადგინოთ კლუბის იმიჯი მთელს მსოფლიოში.
თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, ინდონეზიაში, ტაილანდში და ბრაზილიაში გულშემატკივრები არ იყიდიან თქვენს ეკიპირებას” – განაცხადა პაოლო სკარონიმ.