ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადში 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა ფედერიკო კიეზა.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კიეზა პსჟ-სთან აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამის შანსი არსებობს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი, ბარბიერი
ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ფაჯოლი, ბარენეჩეა
თავდამსხმელები: კიეზა, მილიკი, სულე
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
⚪⚫ La squadra convocata per #JUVPSG 📋 pic.twitter.com/X3BmQQHLwJ
— JuventusFC (@juventusfc) November 2, 2022