„ეიზელის“ ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1985 წლის 29 მაისს, ბრიუსელში „ლივერპულის“ ფანების მიერ დაწყებული აგრესიისა და შეტაკების შედეგად, „იუვენტუსის“ 39 გულშემატკივარი, მათ შორის 36 იტალიელი ადამიანი დაიღუპა.
ტურინული კლუბი ამ ტრაგედიას საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა:
„როდესაც მოგონება მიდის წარმოუდგენელ ტრაგედიებზე, როგორიცაა 1985 წლის 29 მაისს, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მომხდარი ტრაგედია, რომელშიც, „იუვენტუსი“ „ლივერპულს“ ხვდებოდა, ემოციები ერთმანეთს ემთხვევა. „ეიზელის“ ტრაგედია ორ სიტყვას აღნიშნავს – მანამდე და შემდეგ. ეს საშინელებაა მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო, მაგრამ როცა ამ კადრებს, დოკუმენტურ ფილმებს უყურებ, ძნელია იმის დაჯერება, რომ რაც მოხდა, სიმართლეა. ეს არის ცოცხალი დრამა 39 ოჯახის შესახებ, რომელთა ცხოვრება იმ ღამით შეიცვალა. „ეიზელი“ არის მოგონება, რომელიც გრძელდება და სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს“.
შეგახსენებთ, რომ დიდი ტრაგედიის მიუხედავად, უეფამ თამაში მაინც ჩაატარა და „იუვენტუსმა“ მიშელ პლატინის გოლით 1:0 მოიგო.
Trentasette anni fa, l’Heysel. Il ricordo della Juventus.
— JuventusFC (@juventusfc) May 29, 2022