მთავარი / 2018 (გვერდი 26)

Yearly Archives: 2018

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში გაიმართა, რა დროსაც სამი ხედირა დაშავდა და ამის შესახებ უკვე გიამბეთ. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, მიმდინარე კვირაში ეს ბოლო ვარჯიში იყო. ალეგრიმ ფეხბურთელები კვირა და ორშაბათი გაათავისუფლა. ტურინელები მუშაობას სამშაბათიდან განაახლებენ და სწორედ ამ დღიდან …

სრულად წაკითხვა »

სამი ხედირა ისევ დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ისევ დაშავდა. როგორც „ბიანკონერის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა. ხედირა დიდი ალბათობით, უახლოეს შეხვედრაში, რომელსაც „იუვე“ „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ვერ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხედირამ მიმდინარე სეზონში, რომელიც სულ რაღაც სამი თვის დაწყებულია, ტრავმა მეოთხედ მიიღო.

სრულად წაკითხვა »

ხამესს “იუვესთან” ისევ აკავშირებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალიდან“ ხამეს როდრიგესის გამოსყიდვას არ აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე სეზონის შემდეგ კოლუმბიელი მიუნხენს დატოვებს და მადრიდში დაბრუნდება. ეს კი, ზრდის იმის შანსს, რომ ხამესი ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელის შემტევის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი სწორედ „იუვეს“ აქვს. არცთუ დიდი ხნის წინ იტალიური …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი დაშავდა. 28 წლის ფეხბურთელმა ბოსნიისა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და 87-ე წუთზე შეცვალეს. როგორც ბოსნიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მირალემს ესპანეთთან დამდეგი მატჩი გაუცდება და უკვე ტურინში დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი. იტალიური მედიის ვარაუდით, დაზიანება მძიმე არაა და შესაძლოა მხოლოდ „სპალთან“ დაპირისპირება გამოტოვოს.

სრულად წაკითხვა »

ასენსიოს “იუვეში” თამაში უნდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ მარკო ასენსიოს „იუვენტუსში“ გადასვლა სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ უკმაყოფილოა სათამაშო დროით და ტურინში გადასვლაზე თანახმაა. ასენსიოს სურს, რომ ის გზა გაიაროს, რომელიც თავის დროზე ალვარო მორატამ და კრიშტიანუ რონალდუმ. საინტერესოა ისიც, რომ „იუვე“ მზადაა განიხილოს 22 წლის ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა. მარკო ასენსიომ მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის გათვლა: მარტში ფორმის პიკზე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ტელევიზიას ინტევიუ მისცა. ალეგრიმ რამდენიმე საკითხს შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ გუნდი 2019 წლის მარტში საუკეთესო კონდიციებში უნდა იყოს. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (იტალიაში) – „ეს აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ეს იმ მუშაობის შედეგია, რომელშიც ყოველდღიურად ბევრი ადამიანია კონტინასას ბაზაზე ჩართული. სიმბოლურად ამ ჯილდოს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” 18 წლის ფრანგ მცველს აკვირდება

ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებაზე ფიქრობს. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ტურინელთა ინტერესის სფეროში „ტულუზას“ 18 წლის ფეხბურთელი ჟან-კლერ ტოდიბო მოხვდა. თინეიჯერ ფეხბურთელს „ტულუზასთან“ პროფესიონალური კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, მაგრამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 7 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა. როგორც წყარო იტყობინება, „იუვეს“ მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “მინდა ის დღე დავივიწყო”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ემზადება. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც სწორედ „სელესაოს“ და ფედერიკო დი ფრანჩესკოსთან მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს შეეხო, რის გამოც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიახადა. ინციდენტი დი ფრანჩესკოსთან – „ეს იყო ძალიან ცუდი დღე. ასეთი რამ ჩემი კარიერის 10 წლის განმავლობაში არ გამიკეთებია. ვისაუბრე …

სრულად წაკითხვა »

ლენგლე: “იუვენტუსი” მეპატიჟებოდა”

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი კლემენ ლენგლე აცხადებს, რომ წლების წინ „იუვენტუსში“ გადასვლა შეეძლო. თუმცა, ფრანგმა ტურინელები უარით გაისტუმრა და მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს. როგორც ლენგლემ თქვა, მაშინ სწორი ნაბიჯი გადადგა, რამაც მისი კარიერის განვითარებას ხელი შეუწყო: „იუვენტუსი“ ჩემს შეძენას 2012 წელს სცდილობდა, როდესაც საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშის მხოლოდ სამთვიანი გამოცდილება მქონდა. …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი დაშავდა და სანაკრებო შეკრება დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა. აღნიშნულის მიზეზი ტრავმაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ფედერიკოს დაზიანება, რომელიც ლაზარეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ბერნარდესკის გამოკვლევა ტურინში დაბრუნების შემდეგ ჩაუტარდება. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები 17 ნოემბერს, პორტუგალიის ნაკრებს, ხოლო სამ დღეში აშშ-ს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »