მთავარი / 2018 (გვერდი 19)

Yearly Archives: 2018

“იუვენტუსს” ისკო დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს შეძენას აპირებს. ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ ისკო სანტიაგო სოლარის გეგმებში არ ჯდება და გუნდს მალე დატოვებს. ამაზე ისიც მოწმობს, რომ სოლარის „რეალში“ მისვლის შემდეგ ესპანელმა შემტევმა მოედანზე მხოლოდ 78 წუთი გაატარა (5 თამაში), ხოლო „რომასთან“ დაპირისპირებისას საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდა. ისკოს მიმართ „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

სპინაცოლა დებიუტს ელოდება

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო სპინაცოლა სათამაშოდ მზადაა. იტალიელი ფეხბურთელი ტურინელებმა ზაფხულში დაიმატეს, მაგრამ ტრავმის გამო მისი დებიუტი დღემდე არ შემდგარა. „კარგად ვარ და ერთი სული მაქვს, რომ ჩემი დებიუტი შედგეს. ასეთ დიდ ჩემპიონებთან ვარჯიში უბრალოდ ფანტასტიკურია. სკუდეტო? – „ნაპოლი“ და „ინტერი“ შესანიშნავად თამაშობენ, მაგრამ ჯერჯერობით „იუვე“ წინაა“, – განაცხადა სპინაცოლამ.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგაზე შარშან დაკარგული თამაშები, მინდა წელს ავინაზღაურო”

ლეონარდო ბონუჩი „ვალენსიასთან“ ჩატარებული მატჩი „იუვენტუსის“ ისტორიაში შევიდა. იტალიელი მცველი „შავ-თეთრი“ მაისურით ევროტურნირებზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით საუკეთესო ათეულში მოხვდა. ბონუჩიმ ამასთან დაკავშირებით JTV-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „რა თქმა უნდა, სიამაყით მავსებს ის ფაქტი, რომ ევროპაში ჩატარებული მატჩებით ასეთი გუნდის მაისურით ტოპ 10-ეულში მოვხვდი. ახლა, მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შარშან დაკარგული …

სრულად წაკითხვა »

იტალიაში ყველაზე მეტად “იუვე” უყვართ, “ინტერი” – სძულთ

ტურინის „იუვენტუსს“ იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. European Football Benchmark-ის ინფორმაციით, იტალიიელ გულშემატკივართა 39% „იუვეს“ ტიფოზია. ტურინელების უპირატესობა სხვა გუნდებთან მიმართებაში დიდია. მეორე-მესამე ადგილებს მილანური გრანდები, „მილანი“ და „ინტერი“ ინაწილებენ 19-19%-ით.  შემდეგ მოდიან „ნაპოლი“ 15% და „რომა“ 13%. გარდა ამისა, გამოიკვლიეს ყველაზე საძულველი გუნდების მონაცემებიც. გაირკვა, რომ იტალიაში ყველაზე მეტად …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი გამოჯანმრთელდა. იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და სერია A-ს დამდეგ ტურში „ფიორენტინასთან“ დაპირისპირებისთვის მზად იქნება. მოგეხსენებათ, ფედერიკო „იუვეში“ სწორედ ფლორენციული გუნდიდან გადავიდა და ეს თამაში მისთვის განსაკუთრებულია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბერნარდესკიმ ლაზარეთში ბოლო ორი კვირა გაატარა. შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 1 …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი დაბრუნდა, ალექს სანდრო – დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ვარჯიში განაახლა. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და განაცხადა, რომ დაბრუნებით ბედნიერია: „ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც აქამდე გვერდში მედგა“, – დაწერა სოციალურ ქსლში ემრე ჯანმა. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა და თვენახევარი არ უთამაშია. თუ ემრე ჯანი …

სრულად წაკითხვა »

პირველად 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ…

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრი გუნდმა განვლილი 5 მატჩიდან 4 მოიგო და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მშრალი ანგარიშით. 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ჩატარებულ შეხვედრაში 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 14 წლის წინ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება. ყველა გაერთიანებული. Finoallafine!”, – დაწერა პორტუგალიელმა. აქვე გეტყვით, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 100 თამაშის მოგება მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ვალენსია”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „ვალენსია“ (1:0) დაამარცხა მარიო მანჯუკიჩის გოლით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 8 – ერთადერთი სეივი, მაგრამ ფასეული, ანტრაქტამდე. მარცხენა ხელით კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი. კანსელუ 7.5 – კილომეტრები დაფარა ფლანგზე, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ყოფილი თანაგუნდელები ყოველთვის წნეხის ქვეშ ყავდა და …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იანგ ბოიზთან” უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის განცხადებით, მისი შეცდომით გუნდმა „მანჩესტერთან“ წააგო, ხოლო ახლა გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში. „მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ თერთმეტი ფეხბურთელიდან. ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშში გუნდმა ჩემი შეცდომის გამო ქულები დაკარგა, ახლა კი დავეხმარე მოპოვებაში. თავით ახლოდან დამირტყეს და მართლაც ლამაზი სეივი …

სრულად წაკითხვა »