Gazzetta Dello Sport-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატისტიკა ტურინის „იუვენტუსთან“ დაკავშირებით, რომელიც ბოლო 10 წელიწადში ნათამაშებ დროს ეხება.
2009 წლიდან დღემდე წუთობრივად „იუვენტუსის“ ღირსება ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე ლეონარდო ბონუჩიმ დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი 2017-2018 წლების სეზონში „იუვეში“ არ ირიცხებოდა, 23 147 წუთით ლიდერია.
ბონუჩის კვალში თითქმის იდენტური მაჩვენებლებით ჯორჯო კიელინი და ჯანლუიჯი ბუფონი უდგანან, ხოლო საუკეთესო ათეული ასეთია.
2009 წლიდან დღემდე „იუვენტუსში“ ნათამაშები წუთების სტატისტიკა:
1. ლეონარდო ბონუჩი – 23 147 წუთი
2. ჯორჯო კიელინი – 22 366 წუთი
3. ჯანლუიჯი ბუფონი – 22 196 წუთი
4. კლაუდიო მარკიზიო – 18 616 წუთი
5. ანდრეა ბარძალი – 16 268 წუთი
6. სტეფან ლიხშტაინერი – 15 024 წუთი
7. ანდრეა პირლო – 10 254 წუთი
8. პოლ პოგბა – 9 928 წუთი
9. არტურო ვიდალი – 9 753 წუთი
10. პაულო დიბალა – 9 720 წუთი