მთავარი / სიახლეები / ჩეფერინი: “იუვესთან” უეფას ყოველთვის სწორი ურთიერთობა ექნება, ანიელი კი წარსულია”

ჩეფერინი: “იუვესთან” უეფას ყოველთვის სწორი ურთიერთობა ექნება, ანიელი კი წარსულია”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიურ მედიასთან სუპერლიგის, „იუვენტუსისა“ და ანდრეა ანიელის შესახებ ილაპარაკა.

როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, „იუვე“ და უეფა ორი ინსტიტუტია, რომელთანაც მას პრობლემა არ აქვს, მაგრამ ანდრეა ანიელის არაფრის თქმა არ უნდა.

„თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უეფა მონოპოლიაა, სამ კლუბს შეუძლია თავისი უეფა გააკეთოს და თავიანთ ტურნირში ითამაშონ. რატომ უნდა ჩვენთან დარჩენა? მათ უნდათ აქაც და იქაც დარჩენა, მაგრამ იქაც არ არსებობს, მეტაფიზიკური ადგილია. ვფიქრობ, ასევე სჯერათ, რომ სამყარო ბრტყელია. შევწყვიტოთ ამ ტურნირისთვის სუპერლიგის დარქმევა, მას საშინელებათა ლიგა ჰქვია. თუმცა, მიუხედავად დაპირისპირებისა, მოედანზე ყველას ერთი და იგივე უფლებები აქვს, მათ შორის, „რეალს“, „იუვეს“ და „ბარსას“. ჩვენი შეჯიბრებები ჯანსაღია. უეფა და „იუვე“ ორი ინსტიტუტია, მათ ყოველთვის სწორი ურთიერთობა ექნებათ ანიელიზე კი სიტყვის თქმაც არ მინდა, ის წარსულია“, – თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ანიელი ფლორენტინო პერესთან ერთად სუპერლიგის ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერია, რის გამოც ჩეფერინთან მანამდე მეგობრული ურთიერთობა გაფუჭდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …