მთავარი / სიახლეები / “ჩელსი” “იუვეს” დე ლიხტის სანაცვლოდ ფულს და ვერნერს სთავაზობს

“ჩელსი” “იუვეს” დე ლიხტის სანაცვლოდ ფულს და ვერნერს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსიდან“ მატაის დე ლიხტის შესაძლო წასვლაზე ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია.

იტალიური მედია ადასტურებს, რომ ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესებულია და მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა. ჯერჯერობით, არანაირი შეთანხმება არ არსებობს, რადგან ტურინელები ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებას ცდილობენ და ეს მთავარი მიზანია. თუმცა, დე ლიხტი თუ ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მაშინ „იუვე“ მის გაყიდვას განიხილავს.

დე ლიხტის გამოსასყიდი ფასი ამჟამად 120 მილიონი ევროა, რომლის გაღებას „ჩელსი“ არ აპირებს. თუმცა, როგორც გაირკვა, ინგლისელები 40-45 მილიონის გადახდას და გერმანელი თავდამსხმელის ტიმო ვერნერის დათმობას აპირებენ.

თავის მხრივ, გერმანელმა ფეხბურთელმა ტურინში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ის იტალიური კლუბის მესვეურებსაც მოსწონთ. თუმცა, ახლა ყველაფერი დე ლიხტის პასუხზე იქნება დამოკიდებული – დათანხმდება თუ არა, კონტრაქტის გახანგრძლივებას.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ 2019 წლიდან დღემდე 117 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …