მთავარი / სიახლეები / ფაბიო მირეტიმ 21-წლამდე ნაკრებში ტრავმა მიიღო

ფაბიო მირეტიმ 21-წლამდე ნაკრებში ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა იტალიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშზე მიიღო.

ჯერჯერობით, უფრო დეტალური უცნობია და შესაბამისად, რამდენად სერიოზულია დაზიანება. მან ნაკრების შეკრება უკვე დატოვა და კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა.

მირეტიმ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ ყველა მატჩი ჩაატარა და ნახევარდაცვაში იშვიათი ნათელი წერტილია. ამდენად, მისი ტრავმა მასიმილიანო ალეგრისთვის კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და საფიქრალია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …