მთავარი / სიახლეები / რაბიო ამერიკულ ტურნეში არ წაიყვანეს და 23-წლამდე გუნდში გამოიძახეს

რაბიო ამერიკულ ტურნეში არ წაიყვანეს და 23-წლამდე გუნდში გამოიძახეს

ტურინის „იუვენტუსმა“ ადრიენ რაბიო ამერიკულ ტურნეში არ წაიყვანა, რაც პირადი მიზეზებით აიხსნა.

ახლა კი, ფრანგი ფეხბურთელი ტურინელთა 23-წლამდე გუნდში შეკრებაზე გამოიძახეს. როგორც იტალიური მედია წერს, „იუვე“ რაბიოს გასხვისებაზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული რაბიო პსჟ-ში დაბრუნდეს და „იუვემ“ ის ლეანდრო პარედესში გაცვალოს, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …