მთავარი / სიახლეები / სერია A / პაროლო: “მირეტი გასაოცარია, ვლაჰოვიჩს მილიკი დაეხმარება”

პაროლო: “მირეტი გასაოცარია, ვლაჰოვიჩს მილიკი დაეხმარება”

რომის „ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო პაროლომ „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩი პროექტის ცენტრშია და მილიკსაც შეუძლია მისი განვითარება. „იუვეში“ ჯერ კიდევ არ გვინახავს სერბის მოძრაობების თავდამსხმელის პოზიციაზე, რაც მაგალითად ვნახეთ მილიკის მხრიდან გოლის შემთხვევაში, ასე რომ, პოლონელს მისი დახმარება შეუძლია.

მირეტი გასაოცარია, იზრდება, მან ძალიან საინტერესოდ ითამაშა. ჩემი აზრით, გოლების გატანა მასაც შეუძლია“, – თქვა პაროლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …