მთავარი / სიახლეები / პარედესი: “ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ან “იუვეში” გადავიდოდი, ან არსად”

პარედესი: “ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ან “იუვეში” გადავიდოდი, ან არსად”

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ არხს ლეანდრო პარედესმა მოკლე ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა და ამიტომ, ბედნიერია.

„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები „იუვენტუსში“, კლუბში, სადაც თამაშზე დიდი ხანია ვოცნებობდი. ამიტომ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეს არის ოცნების გუნდი, სადაც თამაში როგორც ვთქვი, ყოველთვის მსურდა და არ მინდოდა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამეშვა. ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვუთხარი: „ან „იუვეში“ გადავალ, ან არსად“. შესაბამისად, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

რატომ 32 ნომერი? ეს არის ნომერი, რომელიც ძალიან მომწონს, ვიყენებდი „ბოკაში“, „ემპოლისა“ და „რომაში“. დი მარიასთან წლებია ვმეგობრობ, არა მარტო ჩვენ ვართ მეგობრები, არამედ ჩვენი ოჯახები, შვილები. მასთან ერთად აქ ყოფნა, კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად სხვა გუნდში, განსაკუთრებულია.

იტალიაში დაბრუნება. შემიძლია და მინდა კიდევ უფრო განვითარება. ფეხბურთში ყოველთვის ბევრია სასწავლი. ყოველდღე შეგიძლია რაღაც ახალი ისწავლო. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებები მოვიპოვეო და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენი მიზნების მიღწევაში“, – თქვა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესი „იუვენტუსმა“ პსჟ-დან ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის შესაძლო ვალდებულებით დაიმატა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …