მთავარი / სიახლეები / მორატა: “იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი მუნდიალი ნაკლებადაა”

მორატა: “იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი მუნდიალი ნაკლებადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანეთისა და ისლანდიის ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც მან თქვა, იტალიის გარეშე ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი არაა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ იტალიას ძალიან ნიჭიერი თაობა ჰყავს, რომელიც თავის სიტყვას მომავალში იტყვის.

„სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის გარეშე, ნაკლებად არის მსოფლიოს ჩემპიონატი. ოჯახის გარდა, ბევრი იტალიელი მეგობარი და თანაგუნდელი მყავს. ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ მათ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი მსოფლიოს ჩემპიონატს იტალიის გარეშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ შესანიშნავი თაობა ჰყავთ, ახალგაზრდები, რომელიც ძალიან ნიჭიერები არიან და დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი მომავალი ელოდებათ“, – თქვა მორატამ პრესკონფერენციაზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …