მთავარი / სიახლეები / მარკიზიო “იუვეზე” დელ პიეროზე, კონტეზე, ალეგრისა და სხვა თემებზე…

მარკიზიო “იუვეზე” დელ პიეროზე, კონტეზე, ალეგრისა და სხვა თემებზე…

კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში „იუვეზე“, ალესანდრო დელ პიეროზე, ანტონიო კონტეზე, მასიმილიანო ალეგრისა და 15-ქულიან სასჯელზე ისაუბრა. მან კარიერიდან საინტერესო დეტალები გაიხსენა.

„გავიზარდე დიდ ჩემპიონებთან ერთად, რომლებიც სერია A-ში 90-იან წლებსა და მიმდინარე საუკუნის დასაწყისში თამაშობდნენ. ახლა დრო ცოტა შეიცვალა, მაშინ დიდი ფეხბურთელების გარდა, იტალიაში ისეთი დიდი პიროვნებები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ მალდინი, დელ პიერო, ძანეტი, ტოტი და დე როსი. ყველამ თავისი კლუბების ისტორია დაწერეს. ერთხელ ალექს სანდრომ და სხვა ლეგიონერებმაც მკითხეს, მინდოდა თუ არა, კლუბის შეცვლა, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნება იყო ჩემი საყვარელი კლუბის მაისურით თამაში და სანამ შემეძლებოდა, ტურინში ვითამაშებდი, ეს უზომო სიხარულია. ეს არ არის მარტივი, როდესაც დიდხანს ერთ გუნდში რჩები, ყოველთვის უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები ყოველწლიურად.

ციკლები იწყება და მთავრდება. ჩვენ სერია B-დან დავბრუნდით, მე იჯარით ჯერ „ემპოლიში“ ვიყავი, „იუვე“ კი დაბრუნებისთანავე მესამე ადგილზე გავიდა, მომდევნო სეზონში მეორე ადგილი დავიკავეთ, ეს ნიშნავდა, რომ „იუვე“ დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორჯერ მეორე ადგილზე გავედით. ნელ-ნელა თაობა შეიცვალა, ახალი მწვრთნელი მოვიდა (კონტე – რედ), რომელიც სწორ დროს მოვიდა კლუბში მისთვის და ჩვენთვის. თავიდან ფავორიტები არ ვიყავით, თავგანწირვით, ერთიანობით მოვიგეთ. მაშინ დავიბრუნეთ, „იუვეს“ დნმ. ვფიქრობ, ყოველგვარ მოლოდინს გადავაჭარბეთ, 9 სკუდეტოდან 7 მეც მოვიგე. ეს სწორი მენტალიტეტის შედეგი იყო. მე-5 სკუდეტო 15-ქულიანი ჩამორჩენით მოვიგეთ, სეზონი ცუდად დავიწყეთ, არასდროს დავნებებულვართ.

დელ პიერო ლეგენდობის გარდა, დიდებული ადამიანია. ის იყო თანაგუნდელი, მეგობარი. შესაძლოა, არ გახსოვთ, მაგრამ ჩემს პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი „ფიორენტინასთან“ მისი პასით გავიტანე. თუმცა, მთავარი ის იყო, რაც გასახდელში ხდებოდა, ხშირად გამარჯვებული გუნდი სწორედ მოედანს მიღმა იქმნება და არა მოედანზე. ალექსი ძალიან დამეხმარა ზრდაში. როდესაც მე პირველ გუნდში გადავედი, კალჩოპოლის წელი იყო, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონებთან ერთად აღმოვჩნდით, რომლებმაც ზემოდან არ გვიყურებდნენ, გვეხმარებოდნენ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. საოცარი ემოციაა.

ჩემი აღმასვლა კონტეს არ უკავშირდება, არამედ ჩირო ფერარას, სწორედ მისი მუშაობის პერიოდში გადავდგი ნაბიჯი წინ. კონტემ გუნდს მენტალიტეტი დაუბრუნა, ის ბევრს დაეხმარა. მისი დიდი პლუსი იყო და არის ის, რომ შეუძლია ფეხბურთელების გონებაში შესვლა. მისი საზღვრები? ხანდახან შესაძლოა ვერ აცნობიერებს ენერგიას, მაგრამ მას შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ალეგრი კონტესთან შედარებით სრულიად საპირისპირო საფეხბურთო იდეა აქვს. ის გუნდში რთულ მომენტში მოვიდა, მან მოედანზე თავისუფლება მოგვანიჭა, პირველივე სეზონში ახლოს ვიყავით ტრებლთან. მაქსს უნარი, რომ არ გადატვირთოს ფეხბურთელები, ბოლო პერიოდი ძალიან რთული იყო და იმედგაცრუება მესმის.

-15 ქულა? როგორც გულშემატკივარი, ველოდები რა მოხდება. ყურადღება მოედანზე გვაქვს გამახვილებული, მაგრამ ვიცით, რომ მოედანს მიღმა მიმდინარე მოვლენები ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს. ზოგადად, არ მგონია სეზონის მიმდინარეობისას ქულების დაკლება სამართლიანობა იყოს. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სეზონის ბოლოს დალოდებოდნენ”, – თქვა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსში“ 2006-2018 წლებში 389 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …