მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “ეს არ არის წყევლა, პრობლემა ფეხბურთელებსა და იდენტობაშია”

მარკიზიო: “ეს არ არის წყევლა, პრობლემა ფეხბურთელებსა და იდენტობაშია”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა, რომ გუნდს ფეხბურთელების და იდენტობის პრობლემა აქვს.

„ასეთი მატჩის ბედს ყოველთვის ეპიზოდები წყვეტენ. მეორე ტაიმში „იუვეს“ ტემპი დაეცა, პენალტის მომენტში შეცდომა ყველამ დაუშვა და ასე „ვილიარეალმა“ გოლი ადვილად გაიტანა. პენალტი აშკარა იყო და მატჩის ბედი შეცვალა.

ჩემპიონთა ლიგის „წყევლა“ „იუვენტუსისთვის“ ფინალებშია. მაგრამ, თუ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს ზედიზედ 3-4 წელი ვერ გადალახავ, ეს უფრო ღრმა პრობლემაა, იდენტობის, თამაშის ხარისხის, ფეხბურთელების.

დიბალა უფრო ადრე უნდა შესულიყო მოედანზე? როგორც ვთქვი, როცა 3 წელი ზედიზედ ვერ გადიხარ მეოთხედფინალში პრობლემა უფრო ღრმაა, ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ შეცვლიდა. ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ, რა უნდა შეიცვალოს. მწვრთნელი დარჩება? შეცვლი ზოგიერთ ფეხბურთელს, რადგან ცვლილების დროა? „იუვემ“ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს“, – თქვა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …