მთავარი / სიახლეები / კაპელო “იუვეზე”, რონალდუზე, დიბალაზე, დე ლიხტზე, კიელინიზე…

კაპელო “იუვეზე”, რონალდუზე, დიბალაზე, დე ლიხტზე, კიელინიზე…

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ფაბიო კაპელომ ისაუბრა, რომელმაც იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა როგორც გუნდის, ისე ცალკეული ფეხბურთელების შესახებ გააკეთა კომენტარი.

„ალეგრი „იუვეში“ იმიტომ არ დაბრუნებულა, რომ ეს მისთვის კომფორტული ზონაა, პირიქით, ახლა მან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო. რონალდუ? ფეხბურთელებთან საჭიროა მკაფიოდ საუბარი და ახსნა რა გსურს. კრიშტიანუსაც რანოკიას მსგავსად უნდა მოექცნენ და ისიც ისე უნდა მოიქცეს, როგორც 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელი. თუ ყველა ერთნაირად მოიქცევა, პატივისცემა იქნება.

დიბალა? მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი იყოს, მაგრამ შეხედეთ ინსინიეს. ის კარგად თამაშობდა ბურთთან ერთად, შემდეგ ვიღაცამ უთხრა, რომ სირბილიც დაეწყო და გუნდისთვის მუშაობს. დიბალამ დინამიზმის თვალსაზრისით კიდევ რაღაც უნდა გააკეთოს. გაიხსენეთ ჩემი ბრძოლა სავიჩევიჩთან. ეს ექვსი თვე გრძელდებოდა, შემდეგ ვიპოვეთ შეთანხმება და თანაგუნდელებმა მისთვის მუშაობა დაიწყეს.

სკუდეტო? „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ ვფიქრობ, დაბალანსებული ჩემპიონატი იქნება. კონტეს წასვლის მიუხედავად „ინტერი“ მაინც მთვარ ფავორიტად მიმაჩნდა, თუმცა ლუკაკუს გაყიდვამ ყველაფერი შეცვალა.

ლოკატელი? შესანიშნავი შენაძენია, მაგრამ „იუვეს“ მის გარეშეც დიდებული გუნდი ჰყავდა. პირლო? ის ჩემი მეგობარია, კარგად იმუშავა, თუმცა ცოტა რაღაც დააკლდა. კიელინის მსგავსი ლიდერის ყოფნას გუნდში ყოველთვის ვისურვებდი, ეს არის ლიდერი, რომელიც ტელეკამერების წინაშე ბევრს არ ლაპარაკობს. დე ლიხტი? მინდა მისგან ის ლიდერის თვისებები ვიხილო, რაც „აიაქსში“ ჰქონდა, „იუვეში“ ეს ძალიან მცირედით ვნახე“, – თქვა კაპელომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …