მთავარი / სიახლეები / “იუვეს” 19-წლამდე გუნდმა “ლივერპულს” მოუგო და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

“იუვეს” 19-წლამდე გუნდმა “ლივერპულს” მოუგო და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გავიდა!

ტურინულმა კლუბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, რადგან „იუვე“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

მეოთხედფინალში „იუვემ“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 66-ე წუთზე ფაბიო მირეტიმ მატიას სულეს პასით გახსნა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა საგოლე გადაცემა ქუსლით გააკეთა. ვთქვათ ისიც, რომ მირეტიც და სულეს ბოლო დროს მთავარ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობენ. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ბენინელმა ფორვარდმა ანგე ჩიბოზომ დააფიქსირა, ამჯერად საგოლე პასი მირეტიმ გააკეთა.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ 22-25 აპრილს შვეიცარიაში გაიმართება, დანარჩენი სამი მონაწილე კი ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …