მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გავიდა

“იუვენტუსის” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და მეორე ეტაპზე გავიდა.

ჩრდილოეთ მალედონიური „კამენიცას“ 12:0 განადგურების შემდეგ ტურინელებმა ავსტრიული „სანქტ პოლტენი” იოლად დაამარცხეს – 4:1.

პირველ ტაიმში ანგარიში ბარბარა ბონანსეამ გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი შეასრულა. მერე კრისტიანა ჯირელიმ გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში ლინა ჰურტიგმა დააფიქსირა.

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.

„სანქტ პოლტენი“ – „იუვენტუსი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბონანსეა (8), 0:2 ბონანსეა (54), 0:3 ჯირელი (64), 1:3 ენცინგერი (67), 1:4 ჰურტიგი (90)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …