მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “კიბო მქონდა, “იუვეში” გადასვლა ამიტომ ღირდა, მათი მადლობელი ვარ”

ემრე ჯანი: “კიბო მქონდა, “იუვეში” გადასვლა ამიტომ ღირდა, მათი მადლობელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემრე ჯანმა განაცხადა, რომ სიმსივნე ჰქონდა, რომლის შესახებ სწორედ „იუვეში“ ტრანსფერისას გაიგო. როგორც მან აღნიშნა, იტალიური კლუბისა და მისი ექიმების მადლობელია.

„ფარისებრი ჯირკვლის კიბო მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა ოპერაცია. ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ბევრი ფული გქონდეს, ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ეს ცხოვრების ნაწილია, ყველას ვურჩევ საკუთარი მდგომარეობა შეამოწმოს.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჯანმრთელები ვართ, თუ ამას დროულად აღმოვაჩენთ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ. უაღრესად მადლობელი ვარ ექიმების, “იუვესთან” სამედიცინო ვიზიტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მათ დარეკეს, არც კი ვიცოდი რა ხდებოდა, ფარისებრი ჯირკვლის შესახებ არასდროს მსმენია და არ ვიცოდი, რომ სიმსივნე შეიძლება ყოფილიყო. ტურინში გადასვლა მხოლოდ ამისთვის ღირდა”, – თქვა ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსში“ 2018-2020 წლებში თამაშობდა და 45 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …